Metro : "არსენალმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა"
ბრიტანული გამოცემა "Metro"-ს ინფორმაციით ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ მზაკვრული გეგმა შეიმუშავა, რომელიც მადრიდული გიგანტის გერმანელ ნახევარმცველის, სამი ხედირას გადაბირებას ეხება...
"მეთოფეებმა" ძალიან კარგად იციან, რომ გერმანელ ოქროსმედალოსანს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი სულ მალე ეწურებათ, აქედან გამომდინარე თვალნათლივი ხდება, რომ ფლორენტინო პერესთან შეთანხმება გაცილებით იოლად მოხდება.
იმ შემთხვევაში თუ სამი "ბლანკოსთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ის სავარაუდოდ იანვარში ინგლისის დედაქალაქისკენ აიღებს გეზს. არსენ ვენგერს კი ფეხბურთელი გაცილებით იაფი დაუჯდება, რადგან ზაფხულამდე "რეალში" დარჩენის შემთხვევაში მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მის სანაცვლოდ კლუბი ფინანსური სარგებელის გარეშე დარჩება.
გავრცელებული ინფორმაციით "მეთოფეებს" ხედირას მოხიბვლა მაღალი ხელფასით სურთ, რომელიც სავარაუდოდ 5.8 მილიონი ევრო იქნება. თანხა, რომელსაც ინგლისელები ესპანელებს შესთავაზებენ დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს თანხა ნამდვილად არ ასახავს გერმანელის რეალურ ძალას, თუმცა ლონდონელებს შექმნილი ვითარების გამოყენება სათავისოდ სურთ.
- 5 ოქტომბერი 2014
- 3 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.