იცით თუ არა, რომ ... "რეალი" - "ატლეტიკი"
მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მეშვიდე ტურის ეგიდით ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, აგრეთვე გუნდების სტატისტიკას მიმდინარე სეზონში...
p.s. სტატიაში გთავაზობთ უკანასკნელი 44 მატჩის სტატისტიკას, ანუ 1993-94 წლების სეზონიდან დღემდე...
* მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკი" "ბარსელონასთან" ერთად წარმოადგენენ გუნდებს, რომელთაც დაარსების დღიდან დღემდე "ლა ლიგის" ყველა სეზონში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
* უკანასკნელ 44 მატჩში 28-ში "რეალმა" იმარჯვა, 10-ში "ატლეტიკმა", ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 101-42-ზე გახლავთ სამეფო კლუბის სასრგებლოდ.
* უკანასკნელი შეხვედრა გუნდებს შორის 2014 წლის 3 თებერვალს შედგა. "სან მამესზე" მატჩი ფრედ 1-1 მორჩა. მადრიდელთა მხრიდან თავი ხესემ გამოიჩინა, ხოლო ბასკთაგან იბაიმ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 75-ე წუთზე მოედნიდან კრიშტიანო რონალდო გააძევეს.
* ზემოთ აღნიშნულ მატჩამდე ფრე ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირებაში 11 წლის განმავლობაში არ იყო დაფიქსირებული - 2003 წლის 26 იანვრის შემდეგ. მაშინ შეხვედრა 1-1 დასრულდა. რონალდოს გოლს დელ ორნომ უპასუხა.
* ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა 2009 წლის 13 მარტს ჩატარდა. მაშინ "რეალმა" "სან მამესზე" მეტოქე 5-2 დაამარცხა. მადრიდელთაგან დუბლი ჰუნტელაარმა გაიფორმა, თითო-თითოჯერ კი თავი რობენმა, იგუაინმა და ჰაინცემ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა გოლი საკუთარ კარშიც გაიტანა, ხოლო მეორე ბურთი ბასკთაგან ლორიენტემ გაიტანა.
* ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული შეხვედრა 1996 წლის 24 იანვარს ჩატარდა. მაშინ "ბლანკოსმა" "სან მამესზე" "ატლეტიკი" 5-0 გაანადგურა. დუბლი ლაუდრუპმა გაიფორმა, თითო-თითო კი სამორანომ, რაულმა და მილამ გაიტანეს.
* 1993 წლიდან დღემდე ნულოვანი ფრე მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაიფქსირდა. 1994 წლის 4 აპრილს გუნდებმა მოედანი გატანილი გოლების გარეშე დატოვეს.
* უკანასკნელად "ატლეტიკმა" "რეალს" 2010 წლის 16 იანვარს მოუგო ანგარიშით 1-0. შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ლორიენტემ მესამე წუთზე გაიტანა.
* "ატლეტიკი" კრიშტიანო რონალდოსთვის ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. პორტუგალიელ გოლეადორს ბასკთა კარში 12 გატანილი გოლი აქვს.
* მადრიდის "რეალს" უკანასკნელ 33 საშინაო მატჩიდან "ლა ლიგაში" 29 აქვს მოგებული.
* "ბლანკოსს" უკანასკნელ 38 საშინაო მატჩიდან "ლა ლიგაში" 36-ში 2 ან მეტი ბურთი აქვს გატანილი.
* "რეალს" უკანასკნელ 10 საშინაო შეხვედრიდან "ტლეტიკის" წინააღმდეგ ათივე მოგებული აქვს.
* სამეფო კლუბს უკანასკნელ 7 საშინაო შეხვედრაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ 3 და მეტი გოლი აქვს გატანილი.
* "რეალს" უაკასკნელ 10 შეხვედრაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩში საშუალოდ 2.5 გოლი აქვს გატანილი.
* "რეალს" უკანასკნელ 12 საშინაო შეხვედრიდან "ლა ლიგაში" 11-ში საშუალოდ 2.5 გოლზე მეტი აქვს გატანილი.
* "ატლეტიკს" უკანასკნელი 7 შეხვედრიდან "ლა ლიგაში" 5-ში გოლი არ გაუტანია.
* მადრიდის "რეალმა" უკანასკნელ 3 მატჩში "ლა ლიგაში" როგორც პირველი ტაიმი ასევე მატჩიც გამარჯვებით დაასრულა.
* "ატლეტიკმა" უკანასკნელი 3 გასვლითი შეხვედრა "ლა ლიგაში" მარცხით დაასრულა.
* "ატლეტიკმა" უკანასკნელად "ბერნაბეუზე" 2005 წლის 19 თებერვალს იმარჯვა 0-2. თავი დელ ორნომა და ირაოლამ გამოიჩინეს.
* "რეალს" "ლა ლიგაში" სამ მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. აპრილის შემდეგ ეს "თეთრებისთვის" საუკეთესო შედეგია.
* "ატლეტიკს" "ლა ლიგაში" ოთხ მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. მაისის შემდეგ ეს ბასკთათვის ყველაზე უარესი შედეგია.
* "ატლეტიკს" 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 1991-92 წლების სეზონში ჰქონდა.
* მადრიდის "რეალმა" ამ სეზონში 9 ბურთი მიიღო საკუთარ კარში, "ატლეტიკმა - 6 . 2-2 მატჩში გუნდებმა კარი მშრალად შეინახეს.
* მიმდინარე სეზონში ორივე გუნდის კარში 22-22 ჯერ დაარტყესმეტოქე გუნდებმა.
* მიმდინარე სეზონში გამართულ ორთაბრძოლებში "მერენგებმა" 71-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 32-ჯერ დამარცხდნენ. ბასკებმა 89-ში იმარჯვეს, ხოლო 36 დათმეს.
* მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში უშუალოდ დულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 324-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 277-ჯერ ხელმოცარულები დარჩნენ. რაც შეეხება "ატლეტიკს", ბაკსების ბალანსი 397-342-ზე გახლავთ.
* მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა მეტოქის კარისკენ 84-ჯერ დაარტყეს, აქედან 45 კარში წავიდა, ხოლო 20 გოლით დასრულდა. ბილბაოელებმა 47-ჯერ დაარტყეს, აქედან 21-ჯერ კარში, მაგრამ მხოლოდ 4 გოლი გავიდა.
* მიმდინარე სეზონში "მერენგებმა" უკვე 17 ასისტი გააკეთეს, ხოლო ბასკებმა მხოლოდ 3.
* მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 3480 პასი გააკეთეს, აქედან 3042(87.4%) ზუსტი იყო, ხოლო 438(12.6%) არაზუსტი. "ატლეტიკის" ფეხბურთელებმა 3059 გადაცემა გააკეთეს, აქედან 2391(78.2%) ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო 668(21.8%) არაზუსტი.
* მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მეტოქის პასი 138-ჯერ ჩაჭრეს, რომელთაგანაც 27 წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო 111 წარუმატებელი. ბასკებმა 121-ჯერ ჩაჭრეს, აქედან 23-ჯერ წარმატებულად, ხოლო 98-ჯერ წარუმატებლად.
* მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 120 დრიბლინგი შემოგვთავაზეს, რომელთაგანაც 65 წარმატებული იყო, ხოლო 55 წარუმატებელი. ბასკებმა 111 დრიბლინგი გააკეთეს, 51 წარმატებულად, ხოლო 60 წარუმატებლად.
* მიმდინარე სეზონში "მერენგები" 67-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო მეტოქემ მათ მიმართ 71-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები. ბასკებმა 78-ჯერ შეაჩერეს მეტოქე გუნდის შეტევა აკრძალული წესებით, ხოლო 94-ჯერ მათ მიმართ დაჯარიმდნენ.
* მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 11 ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო "ატლეტიკის" მოთამაშეებმა - 13. ჯერ-ჯერობით არცერთი გუნდის რიგებიდან ფეხბურთელი არ გაუძევებიათ.
- 4 ოქტომბერი 2014
- 2 177
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.