ანჩელოტი: „ხამესი დი მარია არ არის“
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, „ატლეტიკთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ხამესი დი მარია არ არის.კოლუმბიელს შესანიშნავი თვისებები აქვს, თუმცა იგივეს ვერ მოვითხოვ მისგან, რასაც არგენტინელთან მიმართებაში ვაკეთებდი.ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან.როდრიგესი საუკეთესოდ ასრულებს დიდ სამუშაოს.“
„დაცვითი ფუნქციები ინდივიდუალირობისგან შორსაა.მოთამაშეები ერთიანად უნცა ეცადონ თავის დაცვას.ბეილისგან ისევე ვითხოვ აქტიურობას აღნიშნულ ასპექტში, როგორც სხვა თავდამსხმელებისაგან.მათ უფრო შედეგიანად უნდა იმუშავონ მეტოქის შეტევების ჩაშლაში.“
„ვფიქრობ, სეზონის დასაწყისში სათანადო დონეზე ვერ გამოვიყურებოდით, თუმცა ნამდვილად გავაუმჯობესეთ თამაში.“
„ვალვერდეს გუნდის ძლიერი მხარეა სტანდარტული მდგომარეობები და ამიტომაც ბევრს ვმუშაობთ, რათა ყურადღებით ვიყოთ საჯარიმოებისა თუ კუთხურების დროს.ისინი „ბარსელონასაც“ დიდი პრობლემებს უქმნიან აღნიშნული თვალსაზრისით.ჩვენ ისედაც არაერთი გოლი გავუშვით სტანდარტულებიდან.“
„ბენზემას კრიტიკა ეხმარება.გადამწყვეტი გამოდგა მისი შემოსვლა „ლუდოგორეცთან.“ის ძალიან კარგია.“
„კოენტრაუ პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ არა მგონია, თამაში შეძლოს.ფაბიუ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებდა და ჯერ ბურთითაც არ დაუწყია სავარჯიშოების შესრულება.“
„ბილბაოლები ბევრს იბრძვიან და ხასიათით აგორებენ ბურთს.მათ კარგად ვერ დაიწყეს სეზონი, თუმცა ამანა რ უნდა მოგვატყუოს.ნებისმიერ შემთხვევაში, სიფხიზლე და ყურადღებით ყოფნა გვმართებს.“
„ისკო მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ხვალ ხამესი გამოვა მოედანზე, რომელმაც ოთხშაბათს დაისვენა.“
AS
- 4 ოქტომბერი 2014
- 4 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.