ჰიუზი : "ბეილის სტილი ინგლისია"
მარკ ჰიუზის განცხადებით, მადრიდის "რეალს" გარეთ ბეილის სახით უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ესპანეთის ლა ლიგა და გარეთის სათამაშო ფილოსოფია ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, აქედან გამომდინარე შემტევი სრულად ვერასდროს მოახდენს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას...
"ტოტენჰემში გარეთი სასწაულად თამაშობდა, მისი მოედანზე გასვლა თითოეული გულშემატკივარისათვის ბედნიერების ტოლფასი იყო, რადგან ჩნდებოდა ალბათობა იმისა, რომ ულამაზეს გოლს ვიხილავდით."
"სამეფო კლუბში გადასვლის შემდეგ, უელსელმა შემტევმა არაერთი ბურთი გაიტანა და კარლო ანჩელოტის ფორმაციის "რეალის" შეუცვლელი წევრი გახდა, თუმცა ვთვლი, რომ მისი სტილი ინგლისია და არა ესპანეთი, რადგან პრემიერლიგაში გაცილებით უფრო განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ."
"ვგონებ, კონტრ-შეტევებზე გარეთი ძალიან სახიფათოა, რადგან სისწრაფეს იოლად ანვითარებს, იგი ასევე პროდუქტიულია სტანდარტულების დროს, თუმცა "ბლანკოსში" მეჯარიმე კრიშტიანო რონალდუ გახლავთ."
- 3 ოქტომბერი 2014
- 1 964
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.