მეორე ვარჯიში ბილბაოელებთან მატჩამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელები ინტენსიურ რეჟიმში ემზადებიან პრიმერა დივიზიონის მორიგი ტურის თამაშისათვის.
ნიშანობლივია, რომ დღევანდელ სესიაზე, მთავარი ჯგუფისგან განცალკევებით, მაგრამ მოედანზე დაიწყო ვარჯიში რონალდუმ, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო "ლუდოგორეცთან."
გარეთ ბეილი და ფაბიუ კოენტრაუ სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო ხესე და ხედირა სარეაბილიტაციო კურსს აგრძელებენ.
პირველი შემადგენლობის წევრების გარდა, კასტილიელებმა, მედრანმა და აგონეიმ მიიღეს მონაწილეობა ვარჯიშში.
ანჩელოტის დანარჩენი შეგირდები სრული დატვირთვით მუშაობდნენ.
"ატლეტიკთან" პაექრობა, კვირას, 23 საათზე დაიწყება.
- 3 ოქტომბერი 2014
- 2 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.