2008 წლიდან მოყოლებული "რეალი" ლიგის სადებიუტო მატჩებს იგებს
მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი საკმაოდ საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბს 2008 წლიდან მოყოლებული, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი და მეორე პაექრობა მოგებული აქვს...
2008/09 წლების სეზონის სტარტიდან მოყოლებული, დღემდე სამეფო კლუბი მეორე ტურის თავზე სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს 6 ქულით.
უკვე მეშვიდე სეზონია "თეთრები" მუდმივად 100%-იან შედეგს აჩვენებენ პირველ და მეორე პაექრობებში. სასიამოვნო ტრადიციამ სტარტი "ბატესთან" მატჩმა აიღო, მეორე დაპირისპირება კი დედაქალაქელებმა ზენიტთან მოიგეს. "ბორისოვი" 2-0 იქნა დამარცხებული, რუსეთში კი ესპანელებმა 1-2 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო მატჩები მოიგო ჟოზე მოურინიომ, რომელმაც კლუბში 3 წელიწადი გაატარა, კარლო ანჩელოტიმ კი აღებულ გეზს არ გადაუხვია და შარშან სადებიუტო პაექრობაში "გალათასარაის" გამანადგურებელი ანგარისით 1-6 სძლია. მეორე მატჩი კი დანიის "კოპენჰაგენს" მოუგო 4-0.
წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ სამეფო კლუბი კვლავაც ცხრილის სათავეშია მოქცეული 6 ქულით. "მერენგებმა" ჯერ "ბაზელი" გაანადგურეს საკუთარ მოედანზე 5-1, შემდეგ კი ბულგარულ "ლუდოგორეცთან" იმარჯვეს 1-2.
მიმდინარე სეზონში "ბლანკოსს" ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 7 გოლი დაუგროვდა, საკუთარ კარში კი 2 მიიღო. საუკეთესო ბომბარდირობისთვის კი ალბათ ყველამ იცის ვინც იბრძვის. კრიშტიანო რონალდუ კვლავაც განაგრძობს გოლების გატანას.
- 3 ოქტომბერი 2014
- 1 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.