ვალდანო : "ლუდოგორეცთან ისკო გენიალური იყო"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა, გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ "ლუდოგორეცთან" დაპირისპირება შეაფასა და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება...
"სამეფო კლუბში გარკვეული პრობლემები მართლაც არის, თუმცა მე კარლო ანჩელოტის იმედი მაქვს, რომელიც ბევრს ფიქრობს იმისათვის, რომ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივიდეს."
"მერენგებს "ლუდოგორეცის" შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ეს კლუბი დებიუტანტია და ევროსარბიელზე პოპულარობით არ სარგებლობს. ბულგარელების მონდომება არ უნდა დაიკარგოს, თუმცა ბევრ ასპექტში რა თქმა უნდა, "ბლანკოსი" იყო სოლიდური და გამარჯვებაც სწორედ ესპანელებს დარჩათ."
"ისკო ალარკონის თამაში გენიალური იყო. ვფიქრობ, ესპანელს უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, რადგან უდიდეს პოტენციალს ფლობს. ისკო როგორც "რეალში", ასევე ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, მისი საფეხბურთო ინტელექტის დანახვა უმარტივესი საქმეა."
- 3 ოქტომბერი 2014
- 1 897
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.