რამდენია რეალის რეალური ვალი?

მადრიდის რეალის ვალები უკვე რამდენიმე წელია ესპანური სპორტული საზოგადოების (და არა მარტო ესპანურის) განხილვის მთავარი თემაა. ამის შესახებ ბევრი იწერება პრესაში და სპეციალურ სიუჟეტები კეთდება ტელევიზიებში. თემის ასეთმა გაშლამ ბევრი არასწორი ინეტერპრეტაცია გამოიწვია და რიგ შემთხვევებში მცდარ შეხედულებებს დაუდო სათავე.

ამ ბლოგში შევეცდები გავაანალიზო მადრიდის რეალის 2013-2014 წლების ფინანსური ანგარიში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დავიწყოთ სულ თავიდან:

რეალის ფინანსური ბრუნვა და სუფთა ვალი.

(შენიშვნა: ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე ციფრების დინამიკა გამოსახულია მილიონ/ევროში)

რამდენია რეალის რეალური ვალი?


აქ მოყვანილია ძირითადი მაჩვენებლები: ბრუნვა - ესაა კლუბის რეგულარული შემოსავალი, სადაც არაა ასახული გაყიდულ მოთამაშეებისგან შემოსული თანხები. სუფთა ვალი – იგულისხმება ის თანხა, რაც გუნდის რეალურ დავალიანებას წარმოადგენს. ეს არის ბალანსი შემოსავალსა და კრედიტს შორის. რეალის მდგომარეობა საკმაოდ ნორმალურია - ვალი მცირდება და სავსებით კონტროლირებადია.

რამდენია რეალის რეალური ვალი?


აღსანიშნავია, რომ წმინდა ვალის გაანგარიშებისას, მთლიანი ვალს აკლდება კლუბის ნაღდი ფულის რეზერვი, იგივე ‘ქეში’. რეალის რეზერვი 174 მილიონი ევროა. ეს საფეხბურთო ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ დაისმის ლეგიტიმური კითხვა: რა 602 მილიონიან ვალზეა საუბარი? საქმე ისაა, რომ 602 მილიონი ევრო რეალის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებაა. მაგალითისთვის - ცნობილია, რომ გუნდები ყოველწლიურად ყიდიან სეზონურ აბონიმენტებს. მათი უმეტესობა წინსწრებით იყიდება მომვალი სეზონისთვის, ხოლო ფინანსური ანგარიშის მიხედვით, თუ გაყიდულია 100 მილიონი ევროს აბონიმენტი, ის ავტომატურად კლუბის ფინანსურ ვალდებულებებში აისახება.

აქტივები და ვალდებულებები

აქტივებსა და ვალდებულებებს შორის საჭიროა მუდმივი ბალანსის დაცვა. ეს საკმაოდ რთული თემაა განხილვისთვის. ფეხბურთში არაა ოპტიმალური ფინანასური აღრიცხვიანობის წესები. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, კლუბების წლიური ბრუნვა ასახავს რეალაურ ძალთა ბალანს და მათ ეკონომიკურ სიმძლავრეს. ვალდებულებები ურთიერთმიმართებაშია გუნდის მთლიან ფინანსურ ბრუნვასთან. მიუხედავად ამისა, უეფას ფეარ-პლეის რეგულაციით კლუბი ისჯება თუ მას უარყოფითი სააქციო კაპიტალი აქვს (ვალდებულებები აქტივებზე მეტია). საინეტერსოა, რომ ამ წესების მიხედვით მოთამაშის საბალანსო ღირებულება ნულის ტოლია, თუ ის გუნდის აკადემიაშია აღზრდილი. შესაბამიისად, ის ვერ იქნება გათვალისწინებული როგორც კლუბის ფინანსური აქტივი. მაგალითისთვის: transfertmarkt.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რეალის მოთამაშეთა საბალანსო ღირებულება 313 მილიონი ევროა. ბარსელონას იგივე მაჩვნებელი 213 მილიონ ევროს შეადგენს. ამ წესის მიხედვით, ლა მასიის აღზრდილების - მესის, ინიესტას, ჩავის, მუნირის და ა. შ მოთამაშეთა ღირებულება - ნულია. ამ რეგულაციის უარყოფითი მხარე ისაა, რომ რეალი თავისი ფეხბურთელების მაღალი საბალანსო კაპიტალით დიდ დანაკარგებს განიცდის (მაღალია ამორტიზაცია) და მათი გაყიდვის შემეთხვევაში კლუბის მოგება მცირდება (მიღებულ ფულს აკლდება მოთამაშის საბალანსო ღირებულება).

რამდენია რეალის რეალური ვალი?


როგორც დიაგრამიდან ჩანს რეალს მშვენიერი ბალანსი აქვს, რომელსაც თანმიმდევრულად ზრდის. ამას რამდეიმე მიზეზი აქვს: ძვირადღირებული ტრანსფერები დიდ ინვესტიციებს იზიდავენ, რომლებიც აკუმულირდება კლუბის ინფრასტრუქტურაში, რაც ძალიან რენტაბელურს ხდის მადრიდულ გუნდს. ბოლო 6 წლის განმავლობაში რეალის მოგებამ 303 მილიონი ევრო შეადგინა.

რეალის ვალდებულებების უმეტესობა მოკლევადიანია. ერთი მხრივ ეს ნორმალურია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა, გარკვეული რისკი აქაც არსებობს. ოდნავი გადაცდენა, სადმე გათვალისწინებულზე მეტი ფულის დახარჯვა და პრობლემები შეიქმნება.

რამდენია რეალის რეალური ვალი?


აღსანიშნავია მადრიდის დავალიანება ბანკებთან, რაც სტადიონის ვალსაც მოიცავს. უკეთესი მდგომარეობაა სახელმწიფოსთან მიმართებაში. აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკის გამო ყველაზე მეტი იმ კლუბების მართებს, ვისგანაც რეალმა ფეხბურთელები შეიძინა.

საიდანაც არ უნდა შევხედოთ, კარგად ჩანს რომ სიტუაცია სულაც არაა კრიტიკული და რეალის ყველა სესხი უზრუნველყოფილია. ამის შეფასება შესაძლებელია სუფთა ვალისა და მთლიანი ბრუნვის ურთიერთშეპირისპირებით. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო საიმედოდაა დაცული კლუბი. თუ ინდექსი 100%–ზე დაბალია, ეს დიდი პრობლემებთანაა დაკავშირებული, 100-200% - სიტუაცია საჭიროებს კონტროლს, ხოლო 200-250%-ზე მეტი ნიშნავს რომ ყველაფერი ნორმალურადაა.

რამდენია რეალის რეალური ვალი?


ამ გრაფიკის მიხედვით რეალის წლევანდელი სიტუაცია ახლოსაა იდეალურთან და 760% შეადგენს.

გუნდს შეუძლია ვალის აღება განაგრძოს, თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. კერძოდ, მნიშვნელოვანია არა თვითონ ვალი, არამედ მისი მომსახურება. ამისათვის სპეციალური კოეფიციენტი არსებობს: ოპერაციული შემოსავლისა და ფინანსური გასავლის ბალანსი. თუ იგი 100%-ზე ნაკლებია, ეს კატასტროფის ტოლფასია, 150 -250% - საჭიროა თვალყურის დევნება. ნორმა 250% -ია. რეალის ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია და წელს იგი 700% აღემატებოდა.

დასკვნა:

ადვილია ციფრებით მანიპულირება, როცა საქმის არსში არა ხარ გარკვეული. ყოველგვარი სპეკულაცია, რომ რეალი ფინანსურად არამდგრადი ორგანიზაციაა, სიმართლეს არ შეესაბამება. დღესდღეობით რეალი ფინანსურად ყველაზე მძლავრი საფეხბურთო კლუბია მსოფლიოში. ამას ადასტურებს ზემოთ მოყვანილი ციფრები და ფორბსის მონაცემები. გუნდის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა შავ პიარსა და გარკვეული პირების კერძო ინტერესებთანაა დაკავშირებული, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა მადრიდის რეალის მასშტაბის გრანდისთვის.

  • Maqashable
  • 2 ოქტომბერი 2014
  • 4 423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)