ანჩელოტი: „მეტის გატანაც შეგვეძლო“
„რეალის“ დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ბულგარეთში ჩატარებული ორთაბრძოლა შეაჯამა.
„გოლის გატანის არა ერთი შანსი გვქონდა, თუმცა ქარს გავატანეთ მომენტები.გაცილებით ეფექტურები უნდა ვიყოთ ეპიზოდების დასრულების დროს.რა თქმა უნდა, მატჩის დებიუტი არ მომეწონა, რამეთუ სტანდარტული მდგომარეობიდან, კვლავ უშინაარსო გოლი გავუშვით.აღსანიშნავია, რომ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია.ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.“
„ბუნებრივია, სწორად შევაფასეთ მეტოქე.„ლუდოგორეცი“ დინამიურად აგორებდა ბურთს და საკმაოდ სახიფათოდ მოქმედებდა, თუმცა ჩვენს კართან ბევრი მომენტი არ შექმნილა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი მოწინააღმდეგე არ არსებობს.საჭიროა ბრძოლა ყველა შეხვედრაში.“
„ვმუშაობთ იმაზე, რომ ასეთი უაზრო ბურთეი აღარ გავუშვათ.“
„მართალია, ჩიჩარიტოს არ გაუტანია, თუმცა საერთო ჯამში ნაყოფიერი თამაში ჩაატარა.ბენზემას დასვენება ესაჭიროებოდა, რამეთუ ფრანგმა დიდი დრო გაატარა საქმეში.“
„თამაშის ბოლოს კრიშტიანუმ დარტყმა მიიღო ფეხში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რთულად არის საქმე.“
AS
- 2 ოქტომბერი 2014
- 4 132
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.