ნეიმარის მამა ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"ბარსელონას" ფეხბურთელის, ნეიმარის მამა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.
ბრაზილიელი ვარსკვლავის მამის განცხადებით, როდესაც ნეიმარი "სანტოსში" თამაშობდა, მას არაერთხელ დაუკავშირდნენ სამეფო კლუბის წარმომადგენლები და გარიგებას სთავაზობდნენ. მოლაპარაკება დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და ბლანკოსის ხელმძღვანელობა მზად იყო ნეიმარის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გაეღოთ, თუმცა ფეხბურთელს "ბარსელონაში" სურდა თამაში, რამაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა.
Bernabeudigital.com
- 1 ოქტომბერი 2014
- 7 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.