„ლუდოგორეცი“ მხოლოდ 14 წლისაა
„რეალისა“ მომავალი მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე, საკმაოდ სიმპათიური და საინტერესო გუნდია.ალბათ, ყველასათვის მოულოდნელი იყო, როდესაც 14 წლის კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვა
საფეხბურთო კლუბი „ლუდოგორეცი,“ 2001 წელს, ქალაქ რაზგრადში დაფუძნდა, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა, მხოლოდ 38 ათასს შეადგენს.ამიტომაც, კლუბის საშინაო სტადიონიც დაბალი ტევადობისაა (8 ათასი ადგილი).
„არწივების“ დებიუტი ბულგარეთის უმაღლეს ლიგაში, 2011-2012 წლების სეზონში შედგა და მას შემდეგ, სისტემატურად იგებენ ქვეყნის პირველობასა და თასს.
ნიშანდობლივია, რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში, 13 ეროვნების ფეხბურთელი ირიცხება (ბულგარელები, რუსები, კოლუმბიელები, ფინელები, ფრანგები, პორტუგალიელები, რუმინელები, თურქები, ესპანელები, კანადელები, ბრაზილიელები, ჰოლანდიელები და 1 მოთამაშე მადაგასკარიდან).
MARCA
- 1 ოქტომბერი 2014
- 2 788
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.