რამოსს „ქალაქელები“ 10 მილიონს სთავაზობენ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში უმნიშვნელოვანი გოლის ავტორს, „მანჩესტერ სიტი“ არ ეშვება.
ანდალუსიელს ბევრჯერ უთქვამს, რომ მისი მომავალი გეგმები მხოლოდ მადრიდთანაა დაკავშირებული, თუმცა „ქალაქელები“ მაინც ცდილობენ მასთან კონტაქტზე გასვლას და მეტიც, სოლიდური წინადადებით აპირებენ სერხიოს მოთაფლვას.La Sexta-ს ცნობით, პელეგრინი და არაბი შეიხი, გასამრჯელოს სახით, წლიურად 10 მილიონს სთავაზობენ „რეალის“ „ოთხიანს,“ რაც ცენტრალური მცველისთვის საკმაოდ მაღალი ჰონორარია.
შეგახსენებთ, რომ რამოსი 18 წლის ასაკში, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა სამეფო კლუბში და მას შემდეგ, 428-ჯერ დაიცვა „ბლანკოსის“ ღირსება (49 გოლი).
AS
- 1 ოქტომბერი 2014
- 2 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.