„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I

საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში მოიცავს 2013-2014 საანგარიშო წლისთვის (მთავრდება 30 ივნისს) მიღებული შემოსავლების ანალიზსს.

სპეციალურად ამ ვებ-გვერდის მომხმარებლებს, გთავაზობთ აღნიშნული ანგარიშის ქართულ თარგმანს.

საოპერაციო შემოსავლები (არაბრუნვადი აქტივების გაყიდვამდე)

2013/2014 წლების საოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 550 მლნ. ევრო, რაც 29 მლნ. ევროთი (5,5%) მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებლთან. ზედიზედ მესამე წლის მანძილზე კლუბის საოპერაციო შემოსავლებმა გადააჭარბა 500 მლნ. ევროს ნიშნულს, რაც სხვა კლუბებისთვის და სპორტული ორგანიზაციებისთვის მიუღწევადი იყო აქამდე.
შემოსავლები მიღებულია კლუბის ბიზნეს ხაზიდან: სტადიონი, საერთაშორისო ტურნირები და ამხანაგური შეხვედრები, მაუწყებლობა და მარკეტინგი. ფეხბურთელების გაყიდვით მიღებული შემოსავლები ამ მაჩვენებლში არ არის გათვალისწინებული. ის ასახულია პუნქტში „მოგება (ზარალი) გაყიდვებითა და სხვა მოგება ზარალი“.
ყველაზე მეტი შემოსავლები 2013/2014 წლებში მოდის ამხანაგურ შეხვედრებსა და საერთაშორისო ტურნირებზე.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


საოპერაციო შემოსავლების სტრუქტურა (არაბრუნვადი აქტივების გაყიდვამდე)

კლუბს გააჩნია საკმაოდ დაბალანსებული შემოსავლების სტრუქტურა, რომელთაგან სამი ყველაზე მნიშვნელოვანია (სტადიონი, მაუწყებლობა და მარკეტინგი), თითოეული მათგანი საშუალოდ მთელი შემოსავლების 1/3 ნაწილს მოიცავს.

კლუბის სატელევიზიო გაყიდვებით მიღებული შემოსავლები მცირდება ეტაპობრივად, მაშინ როცა, სხვა შემოსავლები იზრდება. შემოსავლების არსებული დივერსიფიკაცია, იძლევა საშუალებას კლუბი ფინანსურად უფრო სტაბილური იყოს

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


ხელფასების წილი შემოსავლებში

ესაა შეფარდება კლუბის პერსონალზე გაწეულ ხარჯსა და საოპერაციო შემოსავლებს (არაბრუნვადი აქტივების გაყიდვამდე).

ესაა საერთაშორისოდ გამოყენებადი პარამეტრი, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას , თუ როგორია კლუბის საოპერაციო ეფექტურობა, რაც აუცილებელია კლუბის მომავალი სიცოცხლისუნარიანობის განსასაზღვრად. რაც უფრო დაბალია აღნიშნული თანაფარდობა, მით უფრო ეფექტურად ფუნქციონირებს კლუბი.

შემოსავლების ზრდას თან ახლდა ერთობლივი ძალისხმება, რომელიც მიმართული იყო ხარჯების შენარჩუნებისა და ეფექტურობის ზრდისკენ, აღნიშნული მაჩვენებელი 2013/2014 წლებისთვის სტაბილურად შენარჩუნებულია 49%-ზე. კლუბის სპორტულმა წარმატებებმა გამოიწვია ხარჯების ზრდა, ვინაიდან აღნიშნულის გამო კლუბმა დამატებით გასცა მოთამაშეებზე პრემიები, „მადრიდის რეალის“ თანაფარდობა ზემოთხსენებული მაჩვენებლებს შორის შეადგენს სტანდარტულად განსაზღვრულ 50%-ზე დაბალს, რაც ბრწყინვალე ქვედა ზღვარია, ვინაიდან , როგორც წესი ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) რეკომენდაციით, აღნიშნული მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 70%-ს.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


საოპერაციო მოგება ცვეთამდე და ამორტიზაციამდე და არაგანკარგვადი აქტივების გაყიდვამდე (EBITDA არაგანკარგვადი აქტივების გაყიდვამდე)

(EBITDA არაგანკარგვადი აქტივების გაყიდვამდე) ესაა კლუბის საოპერაციო მოგება პერსონალზე და მუდმივი შემოსავლებიდან სხვა საოპერაციო ხარჯებზე გაწეული ხარჯების შემდეგ. ესაა კლუბის საშუალება/წყარო მუდმივი შემოსავლებიდან, რომელიც მას აძლევს საშუალებას მოახდინოს დამატებითი ინვესტირება ფეხბურთელებში, სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში და ასევე შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები.

როგორც ნათქვამია 2013/2014 წლების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, EBITDA „გაყიდვების მოგება (ზარალის) და სხვა მოგება ზარალის“ გარეშე შეადგენს 125 მლნ. ევროს, რაც 7 მლნ. ევროთი ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. თუ გამოვიყენებთ ამ მაჩვენებელს პერსპექტივაში 2012/2013 წლების მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილი შემოსავლების კვალობაზე EBITDA 2013/2014 წლებისთვის უნდა ყოფილიყო 14 მლნ. ევროთი მეტი წინა წლის მაჩვენებელზე. EBITDA-ს ზრდა შეამცირა 7 მლნ. ევროს ზრდან რისკებსა და წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენებით და ასევე, სპორტული მიღწევების გამო ნეგატიური ეკონომიკური ზემოქმედებით. ტიტულებისა და ჩემპიონობის მოგება მომავალში კლუბის იმიჯისა და სპორტული წარმატებების მიღწევის საშუალებას იძლევა, რაც თავისთავად მომავალში გამოიწვევს კლუბის ზემოთხსენებული მაჩვენებლებსი ზრდას.

ნახსენები EBITDA-ს მაჩვენებელი (125 მლნ. ევრო) შემოსავლების 23%-ს შეადგენს , რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი 100 მლნ. ევროს შემოსავლით, კლუბი ხარჯების დაფარვის შემდეგ ღებულობს დამატებით ღირებულებას 23 მლნ. ევროს ოდენობით.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


შემოსავლების მდგომარეობა

2013/2014 წლებში საოპერაციო შემოსავლები შეადგენდა 550 მლნ. ევროს, რაც +29 მლნ. ევროა (5,5%) წინა წლის მაჩვენებელთან დაკავშირებით. საოპერაციო მოგება ამორტიზაციის, ცვეთის და გაყიდვევიდან წმინდა შემოსავლის გარეშე შეადგენდა 125 მლნ. ევროს, რაც -7 მლნ. ევროა წინა წელთან შედარებით. EBITDA-მ მიაღწია 164,5 მლნ. ევროს, რომელიც მოიცავს ფეხბურთელების ტრანსფერიდან და სხვა აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 მლნ. ევროთი მეტია. ფეხბურთელების ტრანსფერით მიღებული შემოსავალი 2013/2014 წლებში შეადგენდა +32 მლნ. ევროთ მეტს , ვიდრე წინა წელს, რაც ნაწილობრივ დააკომპენსირა ქონების, აღჭურვილობის ღირებულების ზრდამ საერთო ჯამში -10 მლნ. ევრო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო უძრავი ქონების ღირებულების გადაფასებით.

გადასახადების გადახდამდე 48 მლნ. ევროს მოგება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე +0,5 მლნ. ევროთი მეტია. შემოსავლების ასეთი ზრდა ამ ცვალებადი ეკონომიკური კლიმატის პირობებში ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ კლუბი გადახდისუნარიანი და ეკონომიკურად ძლიერია.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


საგადასახადო ბალანსი

2013/2014 წლების მანძილზე „მადრიდის რეალმა“ გადაიხადა საერთო ჯამში 113,2 მლნ. ევრო ქალაქისა და სახელმწიფო გადასახადების სახით და ასევე სოციალური უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა საოპერაციო შემოსავლების 21%: ყოველი 100 გამომუშავებული ევროდან 21 ევრო მიდის გადასახადებსა და სოციალურ უსაფრთხოებაზე.

გარდა ამისა, როგორცვ თავისი ეკონომიკური საქმიანობის შედეგი, „მადრიდის რეალმა“ საგადასახადო ორგანოებს გადაუხადა 53,81 მლნ. ევროს დღგ (სხვაობა მომხმარებლებზე გამოწერილ დღგ-სა და მომხმარებლებზე გადახდილ დღგ-ს შორის).

საერთო ჯამში, „მადრიდის რეალის“ მიერ ადგილობრივ და სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში გადახდილი თანხის მოცულობამ შეადგინა 167,027 მლნ. ევრო.
2014 წლის 30 ივნისისთვის „მადრიდის რეალს“ გადახდილი აქვს ყველა თავისი საგადასახადო ვალდებულებები.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


ინვესტიციები

2013/2014 წლებში კლუბმა განახორციელა 206,6 მლნ. ევროს ინვესტიცია: 15,4 მლნ. ევრო დაიხარჯა ახალი საცხოვრებლის მშენებლობისთვის (პირველი და ახალგაზრდა კლუბების საცხოვრებლების მშენებლობის დასრულება) და არსებულის გარემონტებისთვის (ძირითადად ბერნაბეუს სტადიონი); 191,2 მლნ. ევრო დაიხარჯა ფეხბურთელებზე უფლებების მოპოვებაში;

აქედან ძირითადი ნაწილი დაფინანსებულ იქნა საკუთარი სახსრებით, რაშიც კლუბმა გამოიყენა ფეხბურთელების ტრანსფერიდან მიღებული შემოსავლები 102 მლნ. ევროს ოდენობით. აქედან გამომდინარე, წმინდა ინვესტიციამ სპორტულ პერსონალში (ყიდვა=გაყიდვა) შეადგინა 89 მლნ. ევრო.

2000-2014 წლებში ინვესტიციების გრაფიკის ნახვის შემდეგ, ნათლად ჩანს, რომ გარდა ფეხბურთელების ყიდვისა, კლუბი სერიოზულ ფულს ხარჯავს ახალი სცხოვრებლების აშენებასა და უკვე არსებულის გარემონტებაში.

216 მლნ. ევროს ინვესტიცია განხორციელდა სტადიონში, იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ ხარისხი, ასევე მაყურებლებს თავი უფრო კომფორტულად ეგრძნოთ, აღეჭურვათ მედია და მომსახურე შენობები სტადიონის მარკეტინგული პოტენციალის მომავალში ზრდის იმედით, რამაც ხელი შეუწყო შემოსავლების ზრდას.

177 მლნ. ევროს ინვესტიცია განხორციელდა „მადრიდის რეალის“ სამწვრთნელო კომპლექსის (Ciudad Real Madrid) მშენებლობაში, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექცია, რომელიც ოდესმე აუშენებია საფეხბურთო კლუბს. კომპლექსი მოიცავს 120 ჰექტარს და ზომებში 10-ჯერ აღემატება მანამდე არსებულ სპორტულ კომპლექსს. თავისი იდეალური ადგილმდებარეობის გამო აღნიშნული ტერიტორია ყველასთვის ხელმისაწვდომია და იქ მისვლა ყველაზე სწრაფად შეიძლება. 2012-დან 2014 წლამდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები, რაც ყოველთვის იყო კლუბის უმთავრესი მიზანი წლების მანძილზე.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


ფულადი სახსრები და მისი ეკვივალენტები

კლუბმა წელი 174 მლნ-ს ფულადი სახსრების ბალანსით დახურა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 მლნ. ევროთი მეტია.

2014/15 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი კლუბს აძლევს საშუალებას, რომ თავი მშვიდად იგრძნოს.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


სამუშაო კაპიტალი

კლუბის სამუშაო კაპიტალი ესაა სხვაობა მიმდინარე აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის. აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება დავყოთ შემდეგი სახით: საოპერაციო სამუშაო კაპიტალის ჯამი (-202 მლნ. ევრო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) დამატებული ფინანსური სამუშაო კაპიტალი (103 მლნ. ევრო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით) და პროვიზია და გადასახადები, მცირე მოცულობით (5 მლნ. ევრო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით).

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სამუშაო კაპიტალი სტრუქტურულად ნეგატიურია, წლების მანძილზე იყო აღნიშნული მოცულობის შემცირების ცდა: -182 მლნ. ევროდან 2010 წელს, -94 მლნ. ევრომდე 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით.

კლუბის სამუშაო კაპიტალი სტრუქტურულად ნეგატიურია ტრანზაციების ბუნების გამო, რომელიც შეიძლება გამოწვეულ იყოს, როგორც საოპერაციო სამუშაო კაპიტალის ნაშთიდან არსებული ვალდებულებებით (-120 მლნ. ევროდან -200 მლნ ევრომდე შესყიდვების, მომსახურებების, ფეხბურთელთა შეძენის, წევრებისგან საავანსოდ შენატანები/სასეზონო მზადების გამო). აღნიშნული ნეგატიური სამუშაო კაპიტალი გაგრძელებადია, ანუ, ის ნახლდება ყოველწლიურად, რაც დამოკიდებულია საოპერაციო საქმიანობაზე, როგორც ის ასახულია ბუღალტრულ ბალანსში და ის წლიდან წლამდე თითქმის ერთ ნიშნულზეა, მიუხედავად სეზონებს შორის არსებული განსხვავებისა (რაც გამოწვეულია სპორტული მიღწევებით. ბონუსებით და ა.შ.)

აღნიშნული მაჩვენებლები ყოველი წლის ბოლოს თითქმის ერთნაირი იქნება, ამიტომაც ისინი არ წარმოადგენენ ფინანსური ვალდებულებებს და არ ქმნიან ლიკვიდურობის პრობლემას და არ იწვევენ ოპერაციების გახანგრძლივებას.

ერთადერთი გზა, უარყოფითი ზრდადი სამუშაო კაპიტალის კომპენსირებისა, არის გქონდეს ძალიან პოზიტიური ფინანსური სამუშაო კაპიტალი, გქონდეს საკმაოდ დიდი მოცულობის ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები. წინა სეზონებში, ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტების ჯამში 160 მლნ. ევროს ქონის პირობებში, კლუბს პოზიტიური სამუშაო კაპიტალი ჰქონდა; აღნიშნულ ეტაპზე , ამისთვის 250 მლნ. ევროს ბალანსი არის საჭირო.

ასეთი მაღალი ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ეკვივალენტის ნაშთების ქონა, მიზნებიდან გამომდინარე არ არის თანხვედრაში რესურსების სწორ ხარჯვასთან და ის არ შეესაბამება არამოგებისთვის მომუშავე კლუბის სტატუსს. კლუბისა, რომელიც თავის რესურსების ინვესტიციას ახორციელებს სპორტისა და ინსტალაციის მართვაში.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


ვალდებულებებისა და მთლიანი ფინანსური ვალის შემადგენლობა

2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით კლუბის მთლიანი ვალდებულებები შეადგენს 602 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 541 მლნ. ევროს), რაც ემატება კაპიტალის მოცულობას 370 მლნ. ევრო (2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 312 მლნ. ევროს) და ჯამში შეადგენს 972 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 853 მლნ. ევროს).

ხშირად კლუბის ვალდებულებები და მისი ვალი გაიგივებულია შეცდომით ერთმანეთთან და თვლიან, რომ ვალი შეადგენს 602 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისს შეადგენდა 541 მლნ. ევროს), უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვალდებულებები მოიცავს ყველაფერს, დაწყებული დარიცხულიდან, დამთავრებული გამოყოლილი ნაშთებიდან.

კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომელიც ასევე არასწორია, არის ის, რომ ვალი წარმოადგენს ყველა ფინანსური ვალდებულებების ჯამს (ახალი ესპანური GAAP ნომენკლატურა), რაც 2014 წლის 30 ივნისს შეადგენდა 459 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისს იყო 396 მლნ. ევრო)

აღნიშნული ინტერპრეტაციები არ ითვალისწინებენ იმას, რომ ზემოთხსენებული ვალდებულებები მოიცავს 176 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისს 154 მლნ. ევრო) მიმდინარე საოპერაციო გადასახდელებს (შეძენა და მომსახურება, ფეხბურთელთა ყიდვა), რაც ყოველთვის არსებობდა: ისინი მეორდება ყოველწლირად და ყოველი წლის ბოლოს, თითქმის ერთი და იგივე იქნება.

არცერთი სოლიდური ფინანსური ინტერპრეტაცია არ მოიაზრებს საკუთარ თავში ამ ნაშთებს, როგორც ფინანსურ ვალს, არამედ როგორც სამუშაო კაპიტალის ნაწილს, რომელიც შედგება საკრედიტო დავალიანებას დარიცხვებისგან და დებიტორულ ვალდებულებებს კომერციული კლიენტებისა და ინვესტორებისგან, რომელთა ჯამშიც 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ვღებულობთ -202 მლნ. ევროს ღირებულების ბალანსს (2013 წლის 30 ივნისს შეადგენდა -176 მლნ. ევროს)

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სწორი მიდგომა იქნება, თუ გავითვალისწინებთ კლუბის მთლიან ფინანსურ ვალდებულებებს 2014 წლის 30 ივნისის მადგომარეობით, როგორც კრედიტორული დავალიანების ჯამს (ესპანეთის ახალი GAAP ნომენკლატურა): 283 მლნ. ევრო, საიდანაც 91,2 მლნ. ევრო არის საბანკო სესხები და 191,5 მლნ. ევრო წარმოადგენს კრედიტორულ დავალიანებას დაკავშირებულს ფეხბურთელებში და შენობა/ნაგებობებში-ქონებაში ჩადებულ ინვესტიციებთან (2013 წლის 30 ივნისს შეადგენდა 242 მლნ. ევროს: თანმიმდევრობით 115,5 მლნ. ევრო და 126,7 მლნ. ევრო)

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


წმინდა ფინანსური ვალის შემადგენლობა

ჩვენ ზემოთ მიმოვიხილეთ მთლიანი ფინანსური ვალი.

მაგრამ ყველაზე მთავარი ინფორმაციის მატარებელი კლუბისთვის არის წმინდა ფინანსური ვალი. არ აქვს აზრი, თუ რა გმართებს სხვების, თუ არ გაითვალისწინებ იმას, რაც გაქვს.

იმისთვის, რომ გავიგოთ წმინდ ფინანსური ვალის მოცულობა, მთლიან ვალს უნდა გამოვაკლოთ ფულადი სახსრებისა და ფულადი სახსრების ექვივალენტების მოცულობა , რაც შეადგენდა 174 მლნ. ევროს 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით (2013 წლის 30 ივნისი: 156 მლნ. ევრო) და ასევე უნდა გამოვაკლოთ სხვა კლუბების მიერ „მადრიდის რეალის“ წინაშე არსებული დებიტორული დავალიანებები ფეხბურთელების ტრანსფერების სანაცვლოდ (დამოკიდებულია მოლაპარაკებების ელემენტარულ პრინციპებზე, ვინაიდან მთლიანი ვალი მოიცავს კლუბის დავალიანებას სხვა კლუბების მიმართ ფეხბურთელის ყიდვის დროს). ფეხბურთელების ტრანსფერების დებიტორული დავალიანება „რეალი“ წინაშე სხვა კლუბებისთვის 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 69 მლნ. ევროს (2013 წლის 30 ივნისს: 33 მლნ. ევრო). აღნიშნული მაჩვენებელი ნაჩვენებია „ფინანსური აქტივების“ გრაფაში.

კლუბი ითვალისწინებს მოსალოდნელ კოლექციებთან დაკავშირებით გრძელვადიან ავანსებს (ცნობილი, როგორც არამიმდინარე ხარჯები, Adidas-ის მხრიდან საავანსო გადახდებთან შესაბამისად), ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ერთჯერად საავანსო გადახდებს შემოსავლებზე, რომლებიც დაერიცხება მომავალში, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა ის მიღებული (ასიმილირებული კრედიტში გამოკვეთილი საპროცენტო განაკვეთის გარეშე). 2014 წლის 30 ივნისს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 32 მლნ. ევრო (2013 წლის 30 ივნისს: 37 მლნ. ევრო).

2014 წლის 30 ივნისს, 72 მლნ. ევროიანი წმინდა ფინანსური ვალი (2013 წლის 30 ივნისს: 91 მლნ. ევრო), კაპიტალთან ერთად, არის გარე რესურსი, რომელიც აფინანსებს კლუბის საინვესტიციო კაპიტალს განახორციელოს თავისი საქმიანობა.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


წმინდა ფინანსური ვალი

წლის მანძილზე, კლუბის ფინანსური ვალი შემცირდა 19 მლნ. ევროთი (21%) და 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 72 მლნ. ევრო.

უკვე ზედიზედ მეხუთე წელია, რაც კლუბი ახერხებს ვალის დონის შემცირებას წინა წელთან შედარებით. თანაფარდობა ვალი/EBITDA, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებადი გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი ინდიკატორია , 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 0,4-ს. ვალის შემცირება, რომელსაც თან ახლავს EBITDA-ს ზრდა, ნათლად ჩანს ზემოთხსენებული მაჩვენებლის გაუმჯობესებაში, რომელიც წლის დასაწყისში არსებული 0,6-დან წლის ბოლოს შემცირდა 0,4-მდე. აღნიშნული კი ფინანსური ინსტიტუტების თვალში კლუბის ბრწყინვალე საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელია.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


კაპიტალი

აღნიშნული გამოხატავს კლუბის ძირითად კაპიტალს, რომელიც მოიცავს სესხებს , რომლებიც შედიოდნენ წმინდა ფინანსურ ვალში, კლუბის მიერ საქმიანობის განხორციელებაში ინვესტირებული კაპიტალის ფინანსირებას.

კაპიტალი არის ის, რითაც განსაზღვრავენ კომპანიის ღირებულებას. ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც „მადრიდის რეალია“, სადაც არ ხდება დივიდენდების განაწილება, კაპიტალის ბრუნვის ყოველწლიური მოცულობა მიახლოებით შეესაბამება იმ მოგებას, რომელიც რჩება გადასახადების გადახდის შემდეგ.

მიღებული მოგების წყალობით, კლუბი ყოველწლიურად ზრდის თავის კაპიტალს, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით კი მისი მოცულობა 370,5 მლნ. ევროს შეადგენს, რაც +58,5 მლნ. ევროთი მეტია წინა წლის მაჩვენებელზე (38,5 მლნ. ევრო დაკავშირებული წლის წმინდა მოგებასთან და 20 მლნ. ევრო დაკავშირებული ბალანსის განახლებასთან 16/2012 კანონის შესაბამისად, რომელიც ძალაში 2013 წლის 1 ივლისიდან შევიდა).

რაც უფრო მეტია კაპიტალის მოცულობა ვალთან შედარებით, მით მეტია კლუბის ღირებულება: ეს უფრო გადახდისუნარიანი და ფინანსურად დამოუკიდებელია, ვინაიადან ინვესტირებული კაპიტალი უფრო მეტად დაფინანსებულია საკუთარი სახსრებით, ვიდრე მოზიდული სესხებით. ამავდროულად ვალი/კაპიტალი თანაფარდობა გამოიყენება ფინანსური ავტონომიის და გადახდისუნარიანობის ინდიკატორად: რაც უფრო მცირეა ეს შეფარდება, კლუბი მით უფრო გადახდისუნარიანი და ძლიერია ფინანსურად დამოუკიდებელია.

აღნიშნული თანაფარდობა ბოლო წლების მანძილზე მცირდება: 2014 წლის 30 ივნისს ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2-ს, ხოლო წმინდა ფინანსურმა ვალმა კი კაპიტალის ღირებულების 18% შეადგინა,რაც სოლიდური ფინანსური დამოკიდებლობისა და გადახდისუნარიანობის მაჩვენებელია.

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


ბალანსი

„მადრიდის რეალის“ მენეჯერული ანგარიში 2013/2014 წწ. ნაწილი I


2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით აქტივებისა და ვალდებულებების ჯამი შეადგენს 972 მლნ. ევროს, რაც 120 მლნ. ევროთი მეტია წინა წელთან შედარებით.

გრძელვადიანი აქტივები გაიზარდა 92 მლნ. ევროთი: ფეხბურთელების საბალანსო ღირებულება გაიზარდა 49 მლნ. ევროთი, ვინაიდან იყო ინვესტიციების ზრდა ტრანსფერებში, ქონებისა და აღჭურვილობის ღირებულება გაიზარდა 16 მლნ. ევროთი. უძრავი ქონების ინვესტიციები შემცირდა -6 მლნ. ევროთი, აღნიშნული გამოწვეულია ქონების გადაფასებით. დებიტორული დავალიანება ფეხბურთელების ტრანსფერებიდან გაიზარდა 24 მლნ. ევროთი. გადავადებული საგადასახადო აქტივები გაიზარდა 9 მლნ. ევროთი, რაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა.

მიმდინარე აქტივები გაიზარდა 27 მლნ. ევროთი: ფეხბურთელთა ტრანსფერებისთვის დებიტორული დავალიანება გაიზარდა 12 მლნ. ევროთი, სავაჭრო და სხვა დებიტორული დავალიანებები შემცირდა -9 მლნ. ევროთი, მიუხედავად შემოსავლების ზრდისა. მიმდინარე შემოსავლების საგადასახადო აქტივები გაიზარდა 6 მლნ. ევროთი, წინასწარი საგადასახადო გადახდების გამო, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე საბოლოო ანგარიშსწორება წლის ბოლოს. ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები გაიზარდა 18 მლნ. ევროთი და მიაღწია 174 მლნ. ევროს.

ვალდებულებების კუთხით შემდეგი ცვლილებები მოხდა: საერთო საბანკო სესხი (მიმდინარე+გრძელვადიანი) შემცირდა -24 მლნ. ევროთი , ხოლო გადახდები კი ჩვეულებრივ ვადების დაცვით მიმდინარეობდა. საკრედიტო ბალანსი ინვესტიციების წინასწარი დაფარვის შედეგად გაიზარდა 65 მლნ. ევროთი, სახელფასო გადასახდელები გაიზარდა 31 მლნ. ევროთი, რაც გამოწვეული იყო სპორტული მიღწევებითა და ბონუსებით, რომლებსაც მომდევნო სეზონში გადაიხდიან. კრედიტორული დავალიანება შემცირდა -11 მლნ. ევროთი.

გაგრძელება იქნება...

სპეციალურად HalaMadrid.Ge-სთვის.

პატივისცემით,

ი.შ.

Shvela

  • shvela
  • 2 ოქტომბერი 2014
  • 4 118
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)