ხედირას მომავალი კვლავაც ბურუსით არის მოცული
"მარკას" ინფორმაციით მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა კვლავაც გაურკვევლობაშია და არ იცის შევა თუ არა კარლო ანჩელოტის გეგმებში...
შუახაზელი ამჟამად ტრავმას იშუშებს და ცდილობს მაქსიმალურად დროულად ჩადგეს მწყობრში, რათა მოედანზე გასვლა შეძლოს.
გავრცელებული ინფორმაციით სამის "რეალში" დარჩენა სურს, თუმცა არ იცის შედის თუ არა ის მთავარი მწვრთნელის გეგმებში, აქედან გამომდინარე დიდი შანსია იმისა, რომ ხელმძღვანელობა და მოთამაშე ერთმანეთს შეხვდეს და სამომავლო გეგმები დასახოს.
ხედირამ ასევე ძალიან კარგად იცის, რომ ინგლისის ორი უმაღლესი დონის კლუბი ეპატიჟება, ლონდონის "არსენალისა" და "ჩელსის" სახით, პირველი მათგანი წლიურად 5.7 მილიონიანი სახელფასო განაკვეთის ინიციატივით გამოდის.
სავარაუდოდ ტრავმის მოშუშების შემდეგ მხარეები გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივლენ, შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში გერმანელი სავარაუდოდ "მეთოფეებისკენ" აიღებს გეზს, სადაც მისი მეგობარი, მესუთ იოზილი ასპარეზობს.
ამასთანავე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის "რეალი" სუფთა ჩამშლელის ნაკელობობას განიცდის, რაც ნახევარდაცვაში ხშირად ქმნის პრობლემებს, აქედან გამომდინარე თუ ფლორენტინო პერესი ზამთარში რომელიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს დიდი შანსია სამი ინგლისში გადაბარგდეს, სხვა შემთხვევაში კი თანამშრომლობა შესაძლოა ახალმა კონტრაქტმა დააგვირგვინოს.
- 30 სექტემბერი 2014
- 2 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.