"რეალი" 35 წლის შემდეგ ბრუნდება სოფიაში

მადრიდის "რეალისთვის" ბულგარეთი საკმაოდ უცხო ქვეყანაა, რადგან ესპანურ გიგანტს ბულგარეთის დედაქალაქში მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები...

შორეულ 1979 წელს "ბლანკოსი" პირველად ეწვია სოფიას, სადაც ადგილობრივი კლუბი 0-1 დაამარცხა, განმეორებითი დაპირისპირება კი სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც მერენგებმა უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და 2-0 იმარჯვეს. შეხვედრა 19 სექტემბრით თარიღდება.

დედაქალაქელთა მხრიდან ბულგარეთში გოლი ერთადერთ მადრიდისტას აქვს გატანილი და ეს რობერტო მარტინესი გახლავთ.

35 წლის შემდეგ "რეალი" სოფიას უბრუნდება, სადაც "ლუდოგორეცთან" გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია.

ანჩელოტის როგორც ფეხბურთელს სოფიაში 1984 წელს აქვს ნათამაშები, როდესაც ის დედაქალაქური "რომას" ღირსებას იცავდა და მოსკოვის არმიელებს 0-1 სძლია. მწვრთნელის რანგში კი იტალიელს 1999 წელს მოუწია ბულგარეთში ვიზიტი, მაშინ კარლიტო ტურინის "იუვენტუსს" წვრთნიდა და 1-3 იმარჯვა.

"ვასილ ლევსკის" სტადიონი არც გარეთ ბეილისთვის გახლავთ უცხო. უელსელ მოთამაშეს ამ მოედანზე საკუთარი ნაკრების ღირსება აქვს დაცული, იმ დაპირისპირებაში ბრიტანელებმა ადგილობრივი ბულგარეთი 0-1 დაამარცხეს.

  • Hala
  • 30 სექტემბერი 2014
  • 2 301
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)