სეზონის სტარტზე შვიდმა მადრიდელმა მოახერხა გოლის გატანა
ის, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს შესანიშნავად გამოსდით გოლის გატანა უცხო არავისთვისაა, თუმცა უფერული სტარტის კვალობაზე ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა თუ სექტემბრის ბოლოსთვის შვიდ დედაქალაქელს ექნებოდა მეტოქის კარი აღებული...
"მერენგებმა" 10 ოფიციალურ პაექრობაში 28 გოლს მოუყარეს თავი. ბურთების ეს რაოდენობა შვიდ მოთამაშეზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ბურთი (13) კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზეა, რომელიც ტრავმის შემდეგ საკმაოდ სოლიდურად დაბრუნდა. ოქროს ბურთის მფლობელს გარეთ ბეილი მოსდევს 5 ბურთით. კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის ანგარიშზე 3 ბურთია. კარიმ ბენზემასა და ჩიჩარიტო ერნანდესს 2-2 ბურთი აქვთ გატანილი, ისევე როგორც სერხიო რამოსს.
ბოლო მოთამაშე, რომელმაც თავის გამოჩენა მოახერხა, ლუკა მოდრიჩი გახლავთ, ხორვატმა ფეხბურთელმა "ვილიარეალის" წინააღმდეგ მოახერხა ულამაზესი დარტყმით გოლის გატანა.
- 30 სექტემბერი 2014
- 2 149
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.