მანჩესტერს მოცდა მოუწევს
მანჩესტერი სერიოზულად ფიქრობს რონალდოს დაბრუნებაზე, მაგრამ რეალისგან უკვე მტკიცე უარი მიიღეს. ანჩელოტი არ განიხილავს რონალდოს გაშვების არც ერთ ვარიანტს.
დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედს მინიმუმ 2 წელი მოუწევს ლოდინი. Sky Sports-ის ჟურნალისტების აზრით მადრიდის რეალი სწორედ 2016 წელს იქნება მზად იმ პერიოდისთვის 31 წლის რონალდოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები აწარმოოს ეშმაკებთან, რადგან ვარაუდობენ, რომ კრისი სწორედ ამ პერიოდში დაიწყება რონის დაღმასვლა, თეთრებს კი შანსი ექნებათ უკვე "ასაკიან" ფეხბურთელში სოლიდური თანხა მიიღონ.
შეესაბამება ეს ვარაუდი სიმართლეს თუ არა ძნელი სათქმელია, რადგან 2 წელი ფეხბურთში ძალიან დიდი დროა და შესაძლოა ბევრი რამ მართლაც შეიცვალოს.
- 30 სექტემბერი 2014
- 3 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.