„ლუდოგორეცი“ საშინაო არენაზე არ უმასპინძლებს „რეალს“
როგორც იცით, ოთხშაბათს, მადრიდელები „ლუდოგორეცს“ ესტუმრებიან ბულლგარეთში.
ჩემპიონთა ლიგის ბინადარის საშინაო სტადიონი (ლუდოგორეც არენა), რომელიც 6100 ქომაგს იტევს, „უეფას“ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, მატჩის ჩატარება დედაქალაქ სოფიაში გადაწყდა, სადაც „ვასილ ლევსკიზე,“ 43 ათასი მაყურებელი დაესწრება ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის მონაწილეობით ჩასატარებელ პაექრობას.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული სტადიონის ტევადობა უფრო მეტია, ვიდრე რაზგრადის („ლუდოგორეცი“ აღნიშნული ქალაქის გუნდია) მოსახლეობა.
AS
- 30 სექტემბერი 2014
- 4 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.