ანჩელოტის დილემა - ვარანი თუ პეპე?
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი სერიოზული "პრობლემის" წინაშე დგას.(ალბათ ბევრი ინატრებდა ასეთ პრობლემას). იტალიელ სპეციალისტს დაცვის ცენტრში სამი უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს რაფაელ ვარანის, კეპლერ პეპესა და სერხიო რამოსის სახით...
გუნდის ვიცე კაპიტანი ხელშეუხებელია და ეს ანჩელოტიმ საკუთარი გადაწყვეტილებებით არაერთხელ დაგვანახა, როტაცია შესაძლოა ნებისმიერ ფეხბურთელს შეეხოს, თუმცა კრიშტიანო რონალდუ და სერხიო რამოსი გამონაკლისთა სიაში არიან გამწესებულნი.
პორტუგალიელი გამოცდილი მცველის ტრავმით ძალიან კარგად ისარგებლა რაფამ და მთავარ მწვრთნელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენების დრო მოვიდა. თანაც ფრანგმა მოთაშემ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, რის შედეგადაც კლუბში 2020 წლამდე დარჩება.
პეპე უკვე ასაკშია, ვარანი კი ახალგაზრდაა და საკმაოდ დამაიიმედებლად გამოიყურება, ფრანგი მცველი ნებისმიერ ასპექტში მოწოდების სიმაღლეზე დგას.
ანჩელოტის დიდი დილემის წინაშე დგას, იტალიელ სპეციალისტს ან მუდმივი როტაცია, ანაც არჩევანის გაკეთება მოუწევს, რომელიც ძალიან რთული იქნება, რადგან სახეზე ორი უმაღლესი დონის უკანახაზელი გვყავს.
მომდევნო მატჩები სავარაუდოდ სურათს გვაჩვენებს, აქედან გამომდინარე დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 29 სექტემბერი 2014
- 2 956
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.