წითელი ოქტომბერი
მწვრთნელების თქმით, ტიტულებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის მარტის თვიდან, თუმცა უამრავი შემთხვევაი ყოფილა, როდესაც გაცილებით ადრე დაუკარგავთ გუნდებს ყოველგვარი შანსი ოქროს მედლებისკენ მიმავალ გზაზე.
მადრიდელი ფეხბურთელებისათვის, სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მომთხოვნი და რთული თვე იწყება.სანაკრებო ბატალიების გამოკლებით, ანჩელოტის შეგირდებს ზედიზედ მოუწევთ თამაშების ჩატარება ორ დიდ ტურნირზე.
„რეალი“ „ლუდოგორეცთან“ პაექრობით ხსნის „წითელ ოქტომბერს,“ რასაც 4 დღეში, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ „ატლეტიკ ბილბაოსთან“ დაპირისპირება მოჰყვება.შემდეგ სანაკრებო პაუზა გაბატონდება საფეხბურთო სამყაროში, ხოლო უკვე 18 ოქტომბერს, მადრიდელები ვალენსიას ესტუმრებიან, სადაც „ლევანტესთან“ მოუწევთ 3 ქულის აღება.
აღნიშნული უიქენდის შემდეგ, „ბლანკოსი“ რევანშის ასაღებად ჩავა ლივერპულში (22 ოქტომბერს) და 3 დღის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, „ბარსელონას“ მიიღებს საკუთარ კედლებში.
29 ოქტომბერს, „თეთრები“ „კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალში ჩაერთვებიან, ხოლო 1-ელ ნოემბერს, „გრანადას“ ესტუმრებიან.
MARCA
- 29 სექტემბერი 2014
- 5 033
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.