ჩ/ლიგის მატჩისთვის მზადება გრძელდება
ბულგარეთში გაფრენამდე, სადაც მადრიდელი მოთამაშეები რიგით მეორე დაპირისპირებას გამართავენ მიმდინარე ჩ/ლიგაზე, კარლო ანჩელოტიმ „ვალდებებასზე“ ავარჯიშა შეგირდები.
განვლილი სესია პრესისათვის დახურული იყო და როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, ხედირასა და ხესეს გარდა, პირველი შემადგენლობის ყველა მოთამაშე სრული დატვირთვით გაისარჯა.უფრო მადრიდისტებთან ერთად ვარჯიშის საშუალება მიეცა კასტილიელ მედრანს.
ცნობისათვის, „რეალის“ მოთამაშეები და მწვრთნელები, ხვალ გაემგზავრებიან რაზგრადში.ოფიციალური პრესკონფერენციის შემდეგ (თბილისის დროით 21:00), იტალიელი დამრიგებელი, „ლუდოგორეცთან“ პაექრობამდე ბოლოჯერ ავარჯიშებს შეგირდებს.
AS
- 29 სექტემბერი 2014
- 1 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.