ბექჰემი : "არამგონია "ელ მადრიგალზე" განვითარებულმა მოვლენებმა რამე შეცვალოს"
დევიდ ბექჰემის განცხადებით, მანჩესტერ "იუნაიტედის" გულშემატივართა მხრიდან კრიშტიანო რონალდუსადმი მიძღვნილი ერთგვარი შოუ ძალიან ლამაზი და ამასთანავე ამაღელვებელი იყო, თუმცა რამდენად გამოიღებს ეს ყველაფერი შედეგს რთული სათქმელია...
"ის, რაც "ვილიარეალის" სტადიონზე მოხდა დაანონსებული იყო და ყველამ ვიცოდით, თუმცა ნამდვილად ვერ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ავღელდი, როდესაც თვითმფრინავი და წარწერა დავინახე. მანჩესტერ "იუნაიტედს" გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს, რომელთაც ძალიან უყვართ პორტუგალიელი ფეხბურთელი, რადგან მასთან ერთად უამრავი წარმატება ახსოვთ, ახლა კი ვხედავთ, რომ ვან გაალის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას."
"კრიშტიანომ ინგლისში არაერთი წარმატებული სეზონი გაატარა, თუმცა არამგონია მომდევნო წლებში მან კვლავ პრემიერლიგისკენ აიღოს გეზი. ფლორენტინო პერესი ჭკვიანი პრეზიდენტია, აქედან გამომდინარე ის არაფრის სანაცვლოდ არ დათმობს საკუთარი გუნდის უდავო ლიდერს, რომელზეც ძალიან ბევრი რამ გახლავთ დამოკიდებული."
"სამეფო კლუბი რონალდუსთან ერთად და მის გარეშე აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა, შვიდიანი მაქსიმალურად იხარჯება და ეს შედეგებზეც აისახება."
- 28 სექტემბერი 2014
- 3 164
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.