დავაფასოთ "ლუდოგორეცი"
ესპანეთის დედაქალაქში, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" წარმატებაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ხელმძღვანელობა სხვანაირად ფიქრობს...
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ ბულგარულმა დებიუტანტმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ლუდოგორეცის" ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ მაქსიმუმს აკეთებდნენ წარმატების მისაღწევად და სულ ცოტა დააკლდათ ამისთვის.
"რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ბევრად უფრო გამოცდილია, სერიოზული სხვაობაა ფეხბურთელებს შორისაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ლუდოგორეცი" მასპინძელია და პირველ მატჩში ქულები აქვს დაკარგული, აქედან გამომდინარე ბულგარელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხონ, ანდაც 1 ქულა მოიპოვონ და გულშემატკივართა თვალში კიდევ უფრო ამაღლდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით ბულგარეთში "ვასილ ლევსკის" სახელობის სტადიონზე "ბლანკოსი" სახეცვლილი იქნება, თუმცა კარლო ანჩელოტი მატჩს სერიოზულად უყურებს და სერიოზული ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, აქედან გამომდინარე ბირთვი იგივე დარჩება.
- 28 სექტემბერი 2014
- 2 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.