"ლუდოგორეცთან" ჩიჩა და ილიარა ითამაშებენ?
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, სადაც კლუბი ბულგარულ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება, ჩიჩარიტო ერნანდესის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას ფიქრობს...
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დებიუტანტის წინააღმდეგ ასპარეზობა "ბლანკოსს" არ უნდა გაუჭირდეს, აქედან გამომდინარე სამწვრთნელი ჯგუფი გარკვეული გადაადგილებების მზადების პროცესშია.
პირველ რიგში როტაცია შესაძლოა ნახევარდაცვას შეეხოს და თერთმეტეულში ილიარამენდი ვიხილოთ, რომელიც სავარაუდოდ ან ლუკა მოდრიჩს, ან ტონი კროოსს ჩაანაცლებს, რომელმაც ყველა პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და ადაპტაცია სრულდ გაიარა.
ასევე ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კარიმ ბენზემას ადგილს წინა ხაზში ხავიერ ერნანდესი დაიკავებს, რომელიც მოედანზე ყოველთვის შეცვლაზე გამოდის. "ვილიარეალის" წინააღმდეგ კი სათადარიგოთა სკამიდან არც კი წამომდგარა.
იკერ კასილასისა და კეილორ ნავასის სიტუაცია ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, თუმცა ექსპერტთა ვარაუდით, გუნდის კაპიტანი ბულგარეთში სათადარიგოთა სკამზე დარჩება, ძალებს კი კოსტარიკელი მოსინჯავს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 28 სექტემბერი 2014
- 2 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.