ნაჩო : "ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ"

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა უკანახაზელის, ნაჩო ფერნანდესის განცხადებით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაცვის ცენტრს გაამაგრებს თუ რომელიმე ფლანგს...

"სამეფო კლუბში ნებისმიერ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე ყოველთვის უნდა ეცადო, რომ რამდენიმე ადგილას შეგეძლოს თამაში. საბედნიეროდ დაცვის ნებისმიერ რგოლში შემიძლია სოლიდური ვიყო, რადგან "კასტილიაში" ხშირად მიწევდა პოზიციის შეცვლა."

"სუფთა ამპლუა ცენტრალური მცველი, თუმცა ახალგაზრდულ გუნდში ერთი სეზონი მარცხენა ფლანგზე გავატარე, ასევე ხშირად მიწევდა მარჯვნივ გადასვლაც, სადაც საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვიყავი."

"გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. რთულია რაფალ ვარანს, კეპლერ პეპესა და სერხიო რამოსს კონკურენცია გაუწიო, რადგან ისინი უმაღლეს დონეს წარმოადგენენ."

"ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით მარჯვენა ფლანგზე დავდექი და ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია. შვეიცარიელთა კლუბი ფლანგიდან ხშირად ცდილობდა შეტევას, მე კი მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, რათა ხელი შემეშალა."

  • Hala
  • 28 სექტემბერი 2014
  • 1 573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)