მორატა: "მოტივირებული ვარ"
ალვარო მორატამ ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგის მოახელოვებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც "იუვენტუსი" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
"ახალ გუნდში თავის დამკვიდრება ყოველთვის ძნელია. "იუვენტუსში" გადმოსვლისთანავე ტრავმა მივიღე და მოსამზადებელი პერიოდი გავაცდინე. ჩემს რეაბილიტაციაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს, როგორც მედიკოსებმა, ასევე გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც. მათი წყალიბით ადაპტაციას მარტივად გავდივარ."
"მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა, რადგან ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩი. ეს ტურნირი საუკეთესოა ევროპაში და ამ ლიგის ნებისმიერ გუნდთან თამაში მოტივაციას მმატებს. იმედი მაქვს მოედანზე გამოსვლის საშუალება მომეცემა."
Bernabeudigital.com
- 28 სექტემბერი 2014
- 1 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.