პეპე გუნდს შეუერთდა
მადრიდის "რეალმა" ვარჯიში განაახლა...
"ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ თავისი შეგირდები შეკრიბა და ახალი დარიგებები მისცა. აღსანიშნავია ის, რომ გუნდს დაუბრუნდა პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პეპე, რომელსაც ტრავმის გამო ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მას დისკომფორტი აღარ აწუხებს და სრულ მზადყოფნაშია.
ანჩელოტიმ ფეხბურთელები ბურთის კონტროლსა და პასებში ავარჯიშა. ვარჯიშის მიწურულს კი უკლებლივ ყველა ფეხბურთელს კარში დარტყმების დამუშავებისკენ მოუწოდა.
Defensacentral.com
- 28 სექტემბერი 2014
- 1 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.