საკალათბურთო "ელ კლასიკო" "რეალის" გამარჯვებით დასრულდა!
ესპანეთის სუპერთასის ფინალურ დაპირისპირებაში "ელ კლასიკო" შედგა, რომელიც "რეალის" გამარჯვებით 99:78დასრულდა!!!
მადრიდულმა გრანდმა პირველივე წუთებში მოიპოვა უპირატესობა და შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში შედგა "რეალის" ახალწვეულის გუსტავო აიონის დებიუტი, რომელმაც თავის გუნდს 20 წუთის განმავლობაში 8 ქულა შესძინა. გამარჯვებაში კი ლომის წვლილი სერხიო ლულმა, იოანის ბურუსისმა და რუდი ფერნანდესმა შეიტანეს, რომლებმაც შესაბამისად 21,17 და 15 ქულა მოაგროვეს, მეტოქეთა როგებიდან კი ყველაზე შედეგიანი ანტე ტომიჩი გახდა 17 ქულით. ასე რომ ესპანეთის სუპერთასს ერთი წლით მადრიდი ჩაიბარებს!
Marca
- 28 სექტემბერი 2014
- 4 438
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.