იცით თუ არა, რომ ... "ვილეარეალი" - "რეალი"
როგორც იცით, დღეს, "ლა ლიგის"მორიგი ტურის მატჩი გაიმართება, სადაც "ელ მადრიგალზე" "რეალი" "ვილეარეალს" შეხვდება. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას აღნიშნული გუნდების დაპირისპირებისა...
* საერთო ჯამში "რეალი" და "ვილეარეალი" 28-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, აქედან 18-ში (64.3%) "ბლანკოსმა" იმარჯვა, მხოლოდ 2-ში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა", 8 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 63-26-ზეა სამეფო კლუბის სასრგებლოდ.
* უკანასკნელი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 2014 წლის 8 თებერვალს შედგა. მაშინ "ლა ლიგის" 22-ე ტურში "ბერნაბეუზე" "რეალმა" მეტოქე 4-2 დაამრცხა. "თეთრების" მხრიდან თავი ბენზემამ(2), ბეილმა და ხესემ გამოიჩნეს, საპასუხო გოლები კი მარიო გასპარისა და დოს სანტოსის ანგარიშზეა.
* 2013 წლის 15 სექტემბერს, "ლა ლიგის" მეოთხე ტურში გუნდები "ელ მადრიგალზე" ერთმანეთს დაუზავდნენ - 2-2. ეს შეხვედრა იმით არის გამორჩეული, რომ სწორედ ამ მატჩში შედგა გარეთ ბეილის დებიუტი. უელსელმა გოლის გატანაც მოახერხა. მადრიდელთა მხრიდან თავი კრიშტიანო რონალდომაც გამოიჩინა, ხოლო "ყვითლებიდან" აკუინომ და დოს სანტოსმა გაიტანეს.
* "ვილეარელმა" "რეალი" პირველად 2007 წლის 28 იანვარს დაამარცხა ანგარიშით 1-0. შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მარქუიტოსმა 63-ე წუთზე გაიტანა. მეორედ და უკანასკნელად ეს "ყვითლებმა" 2009 წლის 17 მაისს მოახერხეს. ალბათ, ეს შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირების ისტორიაში, ყველაზე დრამატულია. მე-17 წუთზე რობერტ პირესმა ანგარიში გახსნა, 46-ზე რაფაელ ვან დერ ვაარტმა ანგარიში გაათანაბრა. 63-ზე კანიმ კვლავ გაიყვანა "ვილეარეალი" წინ, 88-ზე იგუაინმა ანგარიში 2-2 გახადა. მსაჯის კომპესირებულ დროში კი ხუან კაპდევილიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა იკერ კასილიასის კარში და ტაბლოზე 3-2 დააფიქსირა.
* ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა გუნდებს შორის 2010 წლის 22 თებერვალს შედგა. მაშინ "ბერნაბეუზე" "რეალმა" 6-2 გაანადგურა მეტოქე. "თეთრებიდან" კაკა და იგუაინი დუბლით გამოირჩა, ხოლო თითო-თითო გოლი რონალდომ და ალონსომ გაიტანეს. "ყვითლებიდან" იკერის კარი სენამ და ნილმარმა დალაშქრეს.
* ნულოვანი ფრე მხოლოდ ორ შეხვედრაში დაფიქსირდა - 2006 წლის 8 იანვარსა და ამავე წლის 27 აგვისტოს.
* ყველაზე უხეში მატჩი 2005 წლის 24 აპრილს ჩატარდა. იმ შეხვედრაში მსაჯმა 3 ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან. მადრიდელთა მხრიდან ვალტერ სამუელი და ზინედინ ზიდანი იქნა გაძევებული, ხოლო "ვილეარეალიდან" კიკე ალვარესი. შეხვედრა "რეალმა" 2-1 მოიგო. თავდაპირველად რიკელმეს თერთმეტმეტრიანის წყალობით "ყვითლები" იგებდნენ, თუმცა რონალდოსა(კიჭა) და სალგადოს გოლების წყალობით სამეფო კლუბმა მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო.
* ყველაზე დიდი სხვაობით 2007 წლის 2 აგვისტოს შეხვედრა მორჩა. "ელ მადრიგალზე" "რეალმა" მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი სნედიერმა შეასრულა, ხოლო თითო-თითოჯერ თავი რაულმა, ნისტერლოიმ და გუტიმ გამოიჩინეს.
- 27 სექტემბერი 2014
- 3 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.