"დორტმუნდმა" როისს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

გერმანულ პრესაზე დაყრნობით, ესპანური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ მარკო როისი დორტმუნდის "ბორუსიას" მომდევნო ზაფხულს დატოვებს...

"ბილდ"-ის ინფორმაციით კლუბმა გერმანელ შემტევს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც როისი "დორტმუნდელთა" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა წინახაზელს არ სურს ბუნდესლიგაში დარჩენა და კლუბის შეცვლით არის დაინტერესებული.

მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს იწურება, თუმცა ბორუსიელებმა კარგად იციან, რომ 2016 წლამდე მოთამაშის შენარჩუნების შემთხვევაში მარკო თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდი მის სანაცვლოდ ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობა იძულებულია შეგირდს მომდევნო ზაფხულს შეელიოს.

ფლორენტინო პერესი მოთამაშის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ჩამოდის, რაც მისი დონის შეგირდისთვის ნამდვილად დაბალი ფასია, თუმცა ესპანელი პრეზიდენტი ხვდება, რომ "დორტმუნდს" არაფრის მიღებას და ფეხბურთელის ერთი წლით დატოვებას, 25 მილიონი ურჩევნია. როისის სიტუაცია ძალიან ჰგავს ტონი კროოსის სიტუაციას, რომელიც სოწრედ 25 მილიონი სანაცვლოდ შუერთდა "რეალს". ბაიერნის ნახევარმცველის კონტრაქტიც სწორედ 1 წელიწადში მთავრდებოდა ტონი თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებდა.

აღსანიშნავია, რომ მარკოს შეძენით ლივერპული და მანჩესტერ "იუნაიტედიც" არიან დაინტერესებულნი, აქედან გამომდინარე ესპანურ მხარეს დიდი ბრძოლა მოუწევს.

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2014
  • 3 826
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)