სანტიაგო სოლარის "ოცნების გუნდი"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა სანტიაგო სოლარიმ მსოფლიო ჩემპიონატის წინ თავის "ოცნების გუნდზე" ისაუბრა.
მეკარე:
ბუფონი უბრალოდ შეუდარებელია. ის საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში.
მცველები:
რობერტო კარლოსი: საოცარი ფეხბურთელი. როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად შეუდარებელი. ერთ–ერთი საუკეთესო მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ვამაყობ, რომ "რეალში" მის გვერდით ვთამაშობდი.
ფერნანდო იერო: უდიდესი კარიერის და ტიტულების მფლობელი.
მალდინი: ის იდეალური მცველი იყო. სამაგალითოა ყველასთვის.
კაფუ: დიდებული ფლანგური მცველი. ტიპიური ბრაზილიელი.
ნახევარმცველები:
ზიდანი: ოსტატი, შეუდარებელი, მოედანზე რაც სურდა, იმას აკეთებდა. ყველასგან გამორჩეული იყო.
რაიკარდი: ყველა საუბრობდა გულიტის და ვან ბასტენის "მილანზე", მაგრამ რაიკაარდის გარეშე ისინი ვერაფერს მიაღწევდნენ.
რედონდო: ფეხბურთის მოყვარულებს ძალიან მოსწონდათ. არაჩვეულებრივი ტექნიკის მფლობელი.
ფიგუ: ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მეტოქის დესტაბილიზება, რასაც სხვა ვერ გააკეთებდა.
თავდამსხმელები:
რონალდო: შეუჩერებელი გოლეადორი. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია. რონალდო ნამდვილი "ფენომენია".
რაული: "რეალის" სიმბოლო და ყველასთვის სამაგალითო. მოედანზე ძალიან ეშმაკია და შესანიშნავად არჩევს პოზიციას.
მწვრთნელი:
რაიკაარდი: მან "ბარსელონას" სიცოცხლე დაუბრუნა. მის გარეშე კატალონიელები ვერაფერს მიაღწევდნენ.
ინფორმაციის წყარო: Sofoot.com
- 17 დეკემბერი 2009
- 3 425
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.