პეპე "ვილიარეალთან" გამოირიცხა
პეპემ ტრავმა ვერ მოიშუშა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბაზელის" წინააღმდეგ პეპემ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მან "ელჩესთან" თამაში ვერ მოახერხა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი სამეფო კლუბს ვერც ელ მადრიგალზე, "ვილიარეალის" დამარცხებაში გაეხმარება. კლუბის მედიკოსები ვარაუდობენ, რომ პეპე ბულგარეთში გამგზავრებასც ვერ მოახერხებს, სადაც მადრიდის "რეალი" ადგილობრივ გუნდს "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.
ხვალინდელ შეხვედრაში სამიანის ადგილს ვარანი დაიკავებს, როგორც ეს "ელჩესთან" მატჩში იყო. ფრანგ ფეხბურთელს ასევე ძირითადში ელოდებიან ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მას დაცვის ცენტრში სერხიო რამოსი შეუწყვილდება.
Marca.com
- 26 სექტემბერი 2014
- 1 539
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.