ანჩელოტიმ და კასილასმა ისაუბრეს
Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იკერ კასილასმა და კარლო ანჩელოტიმ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ისაუბრეს.
როგორც ირკვევა საუბარი იკერის მდგომარეობას შეეხო. ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და "ვილიარეალის" წინააღმდეგ მატჩში პირველივე წუთებიდან გამოჩნდება მინდორზე. დიდი ალბათობით იგი ჩემპიონთა ლიგაზეც სასტარტოში იქნება "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ.
კარლო ანჩელოტიმ კეილორ ნავასი "ელჩეს" წინააღმდეგ იმიტომ ათამაშა, რათა კოსტარიკელი კიპერი ფორმიდან არ ამოვარდნილიყო. სეზონის დასაწყისში იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც და პრიმერა დივიზიონშიც იკერი შეუცვლელი იქნებოდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ "ელ კაპიტანოს" ფანებმა დაუსტვინეს მატჩის მსვლელობის დროს, რამაც მეკარეზე უარყოფითად იმოქმედა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კარლიტომ კასილასის დასვენება.
ანჩელოტის აზრიდ, კასილასმა უკვე გაიმყარა ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შეუძლია ძველებურად დაბრუნდეს შემადგენლობაში და სამეფო კლუბის კარი დაიცვას.
Marca.com
- 26 სექტემბერი 2014
- 3 891
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.