ილარა "ღირსებას" იბრუნებს
"დორტმუნდის" წინააღმდეგ უსახური თამაშის შემდეგ ასიერ ილარამენდიმ გულშემატკივრის და ფეხბურთის ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა.
ბასკი ნახევარმცველი გერმანელების წინააღმდეგ ცუდი თამაშის შემდეგ პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა. მან დაკარგა კარლო ანჩელოტის ნდობა და გასულ სეზონში ლაპარაკი წავიდა მის გუნდიდან გაშვებაზე.
თუმცა გაუთვალისწინებელი სატრანსფერო მოვლენების შედეგად, სამეფო კლუბის შემადგენლობაში იმდენად ცოტა ფეხბურთელი დარჩა, რომ ილარას გაყიდვა ბლანკოსმა გადაიფიქრა. წინა მატჩში კი იტალიელმა თავკაცმა მადრიდელთა 24-ე ნომერი მინდორზე პირველივე წუთებიდან გამოიყვანა. ეს იყო შანსი ილარამენდისთვის, რომელიც მან გამოიყენა.
ასიერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ესპანურმა პრესამ იგი ნახევარდაცვის ლიდერად შერაცხა.
Bernabeudigital.com
- 26 სექტემბერი 2014
- 1 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.