ალბიოლის თამაში "სარაგოსასთან" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
რაულ ალბიოლმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაძლოა გამოტოვოს "სარაგოსასთან" მატჩი.
რაულ ალბიოლმა გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი იძულებული გახდა ნაადრევად დაესრულებინა ვარჯიში და გასახდელში წასულიყო. ტრავმის სერიოზულობა ჯერ არ გამხდარა ცნობილი, მაგრამ ესპანელმა მცველმა შესაძლოა გამოტოვოს "სარაგოსასთან" შაბათს გასამართი მატჩი, იტყობინება Marca.
ასეთ სიტუაციაში ესპანური გამოცემის ცნობით, სერხიო რამოსი დაიკავებს დაცვის ცენტრში ადგილს, რომელიც ეზეკილ გარაის შეუწყვილდება. ალბათ მადრიდელები ზამთარში შეიძენენ ახალ ფეხბურთელს დაცვაში სათამაშოდ.
შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" უკვე დაკარგა ერთი მცველი. პორტუგალიელმა პეპემ დღეს ოპერაცია გაიკეთა და ექვსი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 17 დეკემბერი 2009
- 2 340
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.