ხვალ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება
ხვალ თბილისის დროით 15:00 საათზე ნიონში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა. მადრიდის "რეალი" გაიგებს მომავალი მეტოქის ვინაობას.
მადრიდული გრანდი ხვალ გაიგებს ჩემპიონთა ლიგის მეტოქეს 1/8 ფინალში. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ერთი ქვეყნის გუნდები არ ხვდებიან ერთმანეთს 1/8 ფინალში. "რეალი" დაუპირისპირდება მეორე ადგილზე გასულ გუნდებს.
ნიონში კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მოწინააღმდეგეები შესაძლოა იყვნენ: "ბაიერნი", "ინტერი", "ცსკა", "შტუტგარტი", "ლიონი", "პორტუ" და "ოლიმპიაკოსი".
"რეალმა" პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში და ეს რამდენიმე დამატებით პლუსს სძენს პელეგრინის გუნდს. პირველ მატჩს მადრიდელები სტუმრად ითამაშებენ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. პირველი მატჩები გაიმართება 16, 17, 23 ან 24 თებერვალს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 9, 10, 16 ან 17 მარტს.
პირველ ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან და ასევე ერთი ქვეყნის გუნდების შეხვედრაც გამორიცხულია 1/8 ფინალში.
1/4 ფინალების კენჭისყრა გაიმართება 19 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე. ამ დღეს დააჯგუფებენ გუნდებს 1/2 ფინალისთვის.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 17 დეკემბერი 2009
- 2 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.