ხესე გამოჯანმრთელების გზაზეა

ხესე როდრიგესის რეაბილიტაციის კურსი წარმატებით მიმდინარეობს.

"ტვიტერზე" ფეხბურთელმა განათავსა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხესემ ვარჯიშზე 32 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა. აღსანიშნავია, რომ "დეპორტივოსთან" მატჩში იგივე კომპონენტში 33 კმ/სთ დააფიქსირეს მარსელომ და გარეთ ბეილმა.

ექვსი თვის წინ მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მადრიდელთა "20"-იანმა სიმაღლეში ხტუნვაში ივარჯიშა. რის შემდეგაც სხვა ფიზიკურ სამუშაოებს დაუბრუნდა, რაც ფეხების სიმყარისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ხესემ რამდენიმე დღის წინ პირველად ივარჯიშა ბურთთან ერთად, თუმცა სულ რამედნიმე წუთით. ვარჯიშის შემდეგ კი მან სურათი გადაიღო და სოციალურ ქსელში შემდეგ სათაურით გამოაქვეყნა: "შალკესთან მატჩის შემდეგ (18 მარტი) პირველად შევეხე ბურთს".

ფეხბურთელი თავდაუზოგავად შრომობს და იხარჯება ყოველ ვარჯიშზე. იგი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა მალე შეუერთდეს გუნდს და ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე იგივე სამუშაოები შეასრულოს, რასაც თავისი თანაგუნდელები ყოველ დღე ასრულებენ.

Marca.com

  • Junior
  • 25 სექტემბერი 2014
  • 3 862
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)