ველისი: "კრიშტიანო საუკეთესოა"
ლეონარდო ველისი, ჩილელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდუ აღმოაჩინა "სპორტინგში" , ამბობს, რომ ტრავმიანობის შემდეგ რონალდუ ბრწყინვალე ფორმაში ჩადგა და საუკეთესოა დღესდღეობით.
საუკეთესო: "დღეს, კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ტრავმის შემდეგ ბრწყინვალე ფორმაში დაბრუნდა. ყველა პარამეტრი გაუმჯობესებული აქვს."
ფიზიკური სიძლიერე: "როცა ნიჭზე და დნმ-ზე ვლაპარაკობთ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ნიჭი არაფერია, თუ მუდამ არ იმუშავე საკუთარ თავზე. იმედია ჩემს სიტყვებს ბევრი ბავშვი წაიკითხავს და გაითვალისწინებს, ვინაიდან მარტო დრიბლინგის კარგი უნარის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა არ გჭირდება. რონალდუ შრომის და მონდომების ნამდვილი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. ფიზიკურად ის ძალზედ ძლიერია."
ტექნიკა და სისწრაფე: "მას აქვს ის, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის და ეს სისწრაფეა."
წყარო: AS
- 25 სექტემბერი 2014
- 2 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.