ანჩელოტის ბალანსირების პროცესი
კარლო ანჩელოტი ნელ-ნელა გამოსავალს პოულობს.
იტალიელმა სპეციალისტმა უკვე შეძლო შემადგენლობის ჩამოყალიბება. იგი ვალდებულია გუნდში არსებული რესურსები გამოიყენოს. მის შემადგენლობაში ირიცხება უამრავი ნიჭიერი მოთამაშე, რომელთაგანაც ანჩელოტი ეცდება ძირითადი შემადგენლობის ჩამოყალიბებას. "ელჩესთან" და "დეპორტივოსთან" მატჩებში კარლიტომ 4-4-2 ტაქტიკით ითამაშა, რამაც ნამდვილად გაამართლა.
მას შემდეგ, რაც ანჩელოტის ხაბი ალონსო და ანხელ დი მარია გამოაკლდა, მთავარი მწვრთნელი დიდი პრობლემის წინაშე დადგა. მისმა 4-3-3 პრინციპმა ორი წამყვანი ნახევარმცველის გამოკლების შემდეგ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. სამეფო კლუბი ვეღარ თამაშობდა ისე, როგორც ამას შარშან აკეთებდა. ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გუნდს პირველად დაეტყო პრობლემები.
სწორედ ამიტომ, დი მარია და ალონსო კარლომ ხამეს როდრიგესით და ტონი კროოსით ჩაანაცვლა. ანჩელოტიმ ფეხბურთელებს ახალი პოზიციები შეურჩია და მათი გაწვრთნა დაიწყო, რამაც უკვე გამოიღო შედეგი. კოლუმბიელი გამთამაშებელი მეტოქის შეტევების მოგერიებაში ეხმარება გუნდს, რასაც აქამდე არასდროს არსად აკეთებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ელჩესთან" შეხვედრაში ალონსოს ფუნქციები შეითავსა ასიერ ილარამენდიმ, რომელზეც გასულ წელს დიდ იმედებს ამყარებდნენ. ასევე შარშან ბევრი ალაპარაკდა ილარას და ხაბის მსგავსებაზე. გუშინდელ შეხვედრაში კი მადრიდელთა 24 ნომერმა დაამტკიცა, რომ ნახევარდაცვაში ლიდერობა შეუძლია.
Marca.com
- 24 სექტემბერი 2014
- 4 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.