ანჩელოტი: „არ ვიცი, „ვილიარეალთან“ ვინ დაიცავს კარს“
კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ გამართული დაპირისპირება შეაჯამა.
„მოპოვებული გამარჯვება არა სისტემის, არამედ ფეხბურთელების შესანიშნავი გარჯის დამსახურებაა.ჩვენ დავამტკიცეთ, რომ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების შემდეგ გუნდმა მნიშვნელოვნად მოუმატა.“
„მცველები კარგად აზღვევდნენ მეკარეს.კეილორი მშვიდად იდგა კარში 90 წუთის განმავლობაში.“
„კმაყოფილი ვარ ილიარას ასპარეზობით.ის სრულ მზადყოფნაში შეხვდა პაექრობას.დარწმუნებული ვარ, დახმარება გაუწევს გუნდს, როდესაც ამის საჭიროება იქნება.“
„ვფიქრობ, ამ ეტაპისათვის საკმაოდ ნიშანდობლივია შემადგენლობის როტაცია.მოთამაშეები მოტივირებულნი არიან.შაბათს მორიგი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.მოდრიჩმა და ბენზემამ დღეს დაისვენეს, მაგრამ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.“
„კრიშტიანუ დასვენებას საჭიროებდა და ახლა უკვე დიდებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება.ის არ ჩერდება.“
„თავდაცვს დროს 4-4-2 მივმართავთ, ხოლო შეტევისას სხვა სისტემიით ვხელმძღვანელობთ.ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა იკერი „ვილიარეალთან.““
„ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დიდი ენთუზიაზმი გამოვლინეს განვლილ სეზონში.ჩემთვის მთავარია მოთამაშის პროფესიონალიზმი და მზადყოფნა.“
AS
- 24 სექტემბერი 2014
- 3 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.