რონალდუს მესამე „პოკერი“
სამეფო კლუბის მაისურით, კრიშტიანუ რონალდუს სამი „პოკერი“ დაუგროვდა.
პორტუგალიელი გოლეადორი მხოლოდ ერთით ჩამორჩება დიად დი სტეფანოს, რომელმაც 4-ჯერ მოახერხა 4 გოლის შეგდება ერთ დაპირისპირებაში.ასევე აღსანიშნავია, რომ „ელ ფერარი“ არგენტინელ ლეგენდას გაუთანაბრდა ჰეთ-თრიქების მაჩვენებლით.ამ მომენტისათვის, მათ აქტივში 25-25 ჰეთ-თრიქია.რაც შეეხება უშუალოდ პრიმერა დივიზიონს, კრიშტიანუ 21 ჰეთ-თრიქს მოითვლის (დი სტეფანო და ზარა 22-22-ს).
ამასთანავე, ესპანეთში გატანილი გოლების თვალსაზრისით (პრიმერა დივიზიონში, კოპა დელ რეისა და სუპერ თასზე), რონალდუმ (208 გოლი) პუშკაში ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 205 შედეგიანი დარტყმა ირიცხება.მისი შემდეგი მსხვერპლნი, სანტილიანა (242 გ.), რაული (253) და დი სტეფანო (255) უნდა გახდნენ.
AS
- 24 სექტემბერი 2014
- 4 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.