რონალდუ: „ოთხი გოლის გატანა გუნდის დამსახურებაა“
„ელჩეს“ განადგურების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ.მატჩი ცუდად დავიწყეთ, თუმცა სათანადო რეაქცია გვქონდა გაშვებულ გოლზე.რა თქმა უნდა, 4 გოლის გატანა რთული საქმეა.მადლობა თანაგუნდელებს, რომლებმაც „პოკერის“ შესრულების საშუალება მომცეს.“
„თავდაპირველად, მსაჯის გადაწყვეტილება გავაპროტესტე, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ თამაშის წესები დავარღვიე და გომესმაც სამართლიანი თერთმეტმეტრიანი დანიშნა ჩვენი კარის მიმართულებით.“
„ბუნებრივია, როტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.მომწონს მწვრთნელის ქმედება, რამეთუ გრძელი სეზონი გვაქვს ჩასატარებელი.“
„მოურინიოს სიტყვებით არ ვინტერესდები.ჩემთვის სამეფო კლუბია ნიშანდობლივი.მინდა, რომ კიდევ ბევრი გოლით დავეხმარო გუნდს.“
„ზუსტად არ მახსოვს, რამდენჯერ მაქვს შესრულებული „პოკერი.“ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვით თანაგუნდელებს.რომ არა მათი დიდებული თამაში, მარტო ვერაფერს მოვახერხებდი.“
„ჩემი ცხრიანზე გამწესება, დამრიგებლის გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ.“
„ვფიქრობ, მეკარეების თემა აქტუალური აღარ არის.იკერიცა და კეილორიც საუკეთესონი არიან პრიმერაში.“
AS
- 24 სექტემბერი 2014
- 4 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.