ანჩელოტი როტაციას მიმართავს
ანჩელოტი ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.
დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "ელჩეს" შორის. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა კეილორ ნავასი იკერ კასილასის ნაცვლად დააყენოს ძირითად შემადგენლობაში.
რაც შეეხება დაცვას, პეპეს ტრავმის გამო სასტარტოში იქნება რაფაელ ვარანი. იტალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით დღევანდელ შეხვედრაში თადარიგში დარჩენა მოუწევს მადრიდელთა ვიცე კაპიტანს, სერხიო რამოსს, რომელსაც ნაჩო ფერნანდესი ჩაანაცვლებს. ნახევარდაცვიც ცენტრში კი სავარაუდოდ პირველივე წუთებიდან გამოჩნდება ისკო, რომელიც ლუკა მოდრიჩის ნაცვლად იასპარეზებს.
ცვლილება იქნება აგრეთვე თავდასხმაშიც. დუბლის შემდეგ როგორც ჩანს ჩიჩარიტომ ანჩელოტის ნდობა დაიმასახურა და ის დღეს ბენზემას ნაცვლად ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში.
Defensacentral.com
- 23 სექტემბერი 2014
- 3 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.