ცეზარ სანჩესი : "რა არის საპანიკო იმაში თუ კეილორი ითამაშებს?"
მადრიდის "რეალის" ყოფილი კიპერის, ცეზარ სანჩესის განცხადებით არაფერია საპანიკო იმაში, რომ იკერ კასილასი კეილორ ნავასმა შეცვალოს და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინოს...
"კასილასი საკმაოდ სტაბილურად თამაშობს და ის ძირითადი შემადგენლობის მეკარედ მოიაზრება, თუმცა ვერაფერს ვხედავ საპანიკოს იმაში, რომ "ელჩეს" წინააღმდეგ კეილორ ნავასმა მოსინჯოს ძალები."
"ყველაფერს მთავარი მწვრთნელი წყვეტს, დარწმუნებული ვარ კარლო ანჩელოტიმ ყველაზე კარგად იცის კონკრეტულ სიტუაციაში რომელი გადაწყვეტილება იქნება ყველაზე ოპტიმალური, იტალიელი ყოველთვის გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს."
- 22 სექტემბერი 2014
- 2 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.