AS : "არსენალი" და "რეალი" შეთანხმდნენ"
ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც სამი ხედირას "არსენალში" გადასვლა ეხება...
ბრიტანული გამოცემა Caughtoffside-ზე დაყრდნობით "ას"-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "მეთოფეებმა" სამი ხედირასთან შეთანხმებას მიაღწიეს, ფლორენტინო პერესმა კი ნახევარმცველს მწვანე შუქი აუნთო და ის ლონდონში იანვარში გადაბარგდება.
გავრცელებული ინფორმაციით სამის "არსენალში" გადასვლაში დიდი როლი ითამაშა მესუთ იოზილმა, რომელიც გერმანიის ნაკრებში მისი თანაგუნდელია.
ხედირას სატრანსფერო ღირებულებამ 14 მილიონი ევრო შეადგინა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად რეალური გახლავთ ეს ინფორმაცია, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს, გერმანელი ფეხბურთელი კი აღდგენით პროცესს გადის და მისი დაბრუნება თვესა და 10 დღეში იგეგმება.
- 22 სექტემბერი 2014
- 3 161
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.