ფლორენტინო: "ჩემპიონთა ლიგა რომ არ მოგვეგო, 70 მლნ. ევროს მოგებას ვნახავდით"
ფლორენტინო პერესმა ასამბლეის დასკვნითი ფაზისკენ გამომსვლელთა კითხვებზე გასცა პასუხი.
უფრო მეტი სექციის ყოლა: "ძალიან რთულ დროს გვიწევს კონკურენცია. არსებობენ კლუბები, რომელთა უკანაც ნამდვილად დიდი ეკონომიკური იმპერიები დგანან. საკალათბურთო სექციის შენარჩუნებაც სირთულებთანაა დაკავშირებული და მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის გვქონდეს. კალათბურთელთა გუნდის ყოლა "მადრიდის რეალს" მიახლოებით 20 მლნ. ევროს წაგებად უჯდება ყოველწლიურად. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია დამატებით სპორტის სახეობების მიხედვით სექციების გახსნა."
ასაკობრივი ნაკრებების გაერთიანება: "არ გამოვრიცხავ იმას, რომ რამოდენიმე ასაკობრივი ნაკრებები გავაერთიანოთ და ოპტიმიზაცია მოვახდინოთ. არსებობენ კლუბები, რომლებსაც ნაცვლად სამი ასაკობრივი ნაკრებისა, ორი ნაკრები ჰყავთ. ერთადერთი, რაც ეხლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ასაკობრივ ნაკრებთა ოპტიმიზაცია. ეს უბრალოდ პროექტია და ვნახოთ რა იქნება."
ვალი: "ველაპარაკე კარლოს მენდოსას. ბევრი ცხოვრებაში იმ როლს თამაშობს, რისი თამაშიც მას სურთ. ეს მათი როლი არ შეესაბამება "მადრიდის რეალს" და აქ მას ვერავინ ვერ გებულობს. პანიკას ტეხს ის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ეს კლუბი და მისი დისკრედიტაცია სურს. ესაა ის როლი, რასაც თქვენ არ უნდა თამაშობდეთ. ასეთი ხალხი არ უნდა თამაშობდეს ფსევდო ოპოზიციას და მერე არ უნდა მოდიოდეს აქ და ფინანსური ანგარიშგების კენჭისყრისას არ უნდა ირჩევდეს "დიახ"-ს. ისინი ამბობენ, რომ ეს ცუდი პოლიტიკა და დამანგრეველი შედეგის მომტანია. არ ვიცი სად მუშაობთ და სად სწავლობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ციფრებზე წარმოდგენა არ გაქვთ. ისინი ამბობენ, რომ ეს პროფესორმა თქვა... რას ასწავლის ის პროფესორი თავის სტუდენტებს? არასდროს არ მითქვამს, რომ ფორბსი არ ითვალისწინებს ვალს. ის ყველაფერს ითვალისწინებს. რეკომენდაციაც გაძლევთ და გირჩევთ, რომ შეეშვათ ამ როლის თამაშს. დღეს ილაპარაკეს 602 მლნ. ვალის შესახებ. კითხეთ უეფას IBEX-ს და გეტყვიან , თუ რას წარმოადგენს ვალდებულება და რას წარმოადგენს წმინდა ვალი. თქვენ ეს ორი რამ ერთმანეთში გეშლებათ. მთელი მსოფლიოს საფეხბურთო კლუბები შენატრიან ჩვენს მდგომარეობას და თქვენ კიდე გაზეთების საშუალებით გველაპარაკებით , რომ წარმოუდგენლად დიდი ვალი გვაქვს. არ არსებობს ორგანიზაცია, რომელმაც იარსებობს ფულის ჩადების გარეშე. სწორედ ასე ვმართავთ ჩვემ დღეს "მადრიდის რეალს"."
მენეჯმენტი: "არსებობს სხვა კლუბები, რომლებიც უფრო მეტ ფულს სთავაზობენ და გასამრჯელოს უზრდიან ფეხბურთელებს, ასეთ დროს კი ვერ შეძლებ ფეხბურთელების გაჩერებას და ისინი უნდა გაუშვა. თუ ჩემპიონთა ლიგას არ მოვიგებდით 70 მლნ.-ის მოგებას ვნახავდით. ათობით მილიონი ევრო გადავიხადეთ ბონუსებში და მიუხედავად ამისა 48 მლნ. ევროს მოგება დაგვრჩა და ამ მაჩვენებლით პირველი ვართ."
სტადიონი: "თავს შევაკლავთ და "მადრიდის რეალს" საუკეთესო სტადიონს დავუტოვებთ მსოფლიოში. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, უფრო სწორად ე.წ. ეკოლოგისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს პროექტს და სასამართლოში გვიჩივიან. პროექტს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ეს ადამიანები ამბობენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავიტანთ პროექტს. ყველაფერ ამას ფული სჭირდება. ფულის გარეშე ეს წარმოუდგენელია და ეს უნდა გაიგოთ. თუ ვალის აღება არ გვინდა, მაშინ სტადიონს სპონსორი უნდა მოვუძებნოთ მომდევნო 15-20 წლის მანძილზე და ჩვენ შეგვეძლება 400 ან 500 მლნ. ევროს გადახდა ახალი სტადიონისთვის. ეს დაგვეხმარება მითების დამსხვრევაში. თქვენ შეგიძლიათ სხვა აზრი გქონდეთ და გაგვაკრიტიკოთ."
სტვენა ბერნაბეუზე: "გამიგია სტვენა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთავარია, რომ ზღვარს იქით არ გადავიდეთ. არ გადავაბიჯოთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგ ნებისმიერ ჩვენი ქმედება ჩვენს დასუსტებას გამოიწვევს. მე თქვენ მოგმართავთ და თქვენი სახით მივმართავ ყველა მადრდისტას, გაერთიანების დროა. უნდა გავერთიანდეთ იმ ხალხის დასაცავად, ვინც კლუბის ღირსებას იცავ. უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ არის ხალხთა კატეგორია, რომლებსაც არ უნდა კარგი "მადრიდის რეალისთვის". წამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავიცავთ მათ. ჩვენი სიძლიერე ერთიანობაშია."
წყარო: AS
- 21 სექტემბერი 2014
- 5 777
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.