ანჩელოტი: "13 გოლი ორ თამაშში კარგი შედეგია"

კარლო ანჩელოტი თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც თამაში შეაჯამა.

"ორ თამაშში გატანილი ცამეტი გოლი ნიშნავს იმას, რომ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ წაგებებზე"-განაცხადა ანჩელოტიმ.

მატჩი: "პირველ გოლამდე თამაში თანაბარი იყო. "დეპორტივოს" დაცვა კარგად გამოიყურებოდა. კრიშტიანოს გოლმა სივრცეები გაგვიხსნა და მათ უკვე პრობლემები ჰქონდათ თავდამსხმელთა გაჩერებასთან. ამის შემდეგ , ჩვენ უფრო მეტი ინტენსივობა გამოვავლინეთ და მაქსიმალურად გამოვიყენეთ მომენტები."

კრიშტიანო რონალდუ: "ფენომენალური ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც უფრო და უფრო უგებენ ერთამენთს. სწორედ ესაა გადამწყვეტი."

ცვლილებები: "გუნდს უფრო მეტი ინტენსივობა შევძინეთ. დასვენებულმა ფეხბურთელებმა გუნდს თამაში ადრე დაასრულებინეს. ილარამენდიმ ბალანსი შემოიტანა, ჩიჩარიტომ ღრმად ჩაიწია თავდასხმაში, ისკომ კი ხარისხი შეგვძინა."

ხამესი: "კარგად ითამაშა, როგორც "ბაზელთან" და დიდებული გოლი გაიტანა"

ბენზემა: "შევცვალე და დავამატე ცენტრი იმიტომ, რომ პრობლემები ამერიდებინა, ვიანაიდან იმ დროს გამოჩნდა, რომ თამაშის კონტროლს ვერ ვახორციელებდით."

მომავალი: "გასაუმჯობესებელი გვაქვს თამაში. დღეს ხარისხი ვაჩვენეთ, მაგამ უნდა ვიმუშაოთ ბალანსზე და ბოლომდ კონცენტრირებაზე. ორი წაგების შემდეგ ცამეტი გოლი გავიტანეთ, რაც კარგი რეაქციის მაჩვენებელია."

სხვაობა "ბარსელონასთან": "ჩვენ ქულების დაგროვებაზე ჯერ არ ვფიქრობ, ეხლა მთავარი პრობლემების აღმოფხვრაა. სეზონი საკმაოდ გრძელია. ქულათა სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს."

წყარო: AS

  • shvela
  • 20 სექტემბერი 2014
  • 3 892
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)