გუნდმა "დეპორისთვის" მზადება დაასრულა
დღეს, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი სამწვრთნელო სესია გამართეს...
კარლო ანჩელოტიმ ძალიან დიდი დაუთმო ბურთის ფლობასთან დაკავშირებულ ვარჯიშებს, შემდეგ კი მოთამაშეებმა სხვადასხვა დავალება შეასრულეს.
დანიელ კარვახალი ლაკორუნიაში გასამგზავრებლად მზად არის და ის სავარაუდოდ სასტარტოში მოგვევლინება, რასაც ვერ ვიტყვით პეპეზე, რომელიც "დეპორტივოს" წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა, რადგან კუნთებთან დაკავშირებით პრობლემები აწუხებს.
იკერ კასილასს, პაჩეკოსა და კეილორ ნავასს მეკარეთა მწვრთნელი, ვილიამ ვეკი ავარჯიშებდა.
ხესე როდრიგესი და სამი ხედირა კვლავაც აღდგენით პროცესს გადიან, ეს ორი ფეხბურთელი შესაძლოა ერთად დაბრუნდეს მოედანზე.
- 19 სექტემბერი 2014
- 1 610
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.