დირექტორთა საბჭო კონტრაქტებს განიხილავს
სამეფო კლუბის ფეხბურთელების კონტრაქტები ყველაზე აქტუალური თემაა დირექტორთა საბჭოსთვის.
ფლორენტინო პერესმა თავის თანამშრომლებს დაავალა გადაეხედათ ფეხბურთელთა კონტრაქტებისთვის, რის შემდეგაც რაფაელ ვარანს ხელშეკრულება გაუგრძელეს 2020 წლამდე. ბოლო პერიოდში სამმა მოთამაშემ გადაწყვიტა მადრიდის "რეალთან" ურთიერთობის გაგრძელება. ესენი არიან: ნაჩო (2021), ლუკა მოდრიჩი (2018) და კარიმ ბენზემა (2019).
ასევე სამი მოთამაშის, ხედირას, პეპეს და არბელოას საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გერმანელი ნახევარმცველი ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებდა გუნდის დატოვებას, თუმცა საბოლოოდ იგი ბლანკოსში დარჩა. მას კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურება. თუ ხედირა ხელშეკრულების გაგრძელებას არ მოისურვებს იგი დატოვებს გუნდ.
რაც შეეხება პეპეს და არბელოას მათი კონტრაქტები 2016 წელს იწურება. ორივე მოთამაშე იმ დროისთვის 33 წლის იქნება და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, ღირებულნი იქნებიან თუ არა ისინი 2017 წელს სამეფო კლუბისთვის.
Marca.com
- 19 სექტემბერი 2014
- 2 312
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.