კარიმ ბენზემა "რიასორზე" ბრუნდება
მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდი, დეპორტივოს მშობლიურ სტადიონს, "რიასორს", უბრუნდება, სადაც 2010 წლის იანვარში პირველი გასვლითი გოლი გაიტანა "ბლანკოსის" მაისურით...
ალბათ ბევრს არაფერს გვეუბნება ის მონაცემი, რომ კარიმმა პირველი გასვლითი გოლი სწორედ "დეპორტივოს" გაუტანა, თუმცა ამ გოლს ბევრი გუტიერეს ფერნანდესის ულამაზესი გადაცემის გამო დაიმახსოვრებდა.
გარდა ამისა, სამეფო კლუბმა მრავალწლიანი უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. "რეალს" 17 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული ლაკორუნიაში. საბედნიეროდ 2010 წელს ნავსი დაიმსხვრა, რის შემდეგაც კლუბმა მოგებების სერია დაიწყო.
ხვალ კარლო ანჩელოტის გუნდი კიდევ ერთხელ ეწვევა "დეპორტივოს" და საჭირო 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
- 19 სექტემბერი 2014
- 1 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.